"მარგველაშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი" - პრეზიდენტი მერაბიშვილს შეიწყალებს?! - კვირის პალიტრა

"მარგველაშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი" - პრეზიდენტი მერაბიშვილს შეიწყალებს?!

2013 წლის დეკემბერში საკნიდან ყოფილი პრემიერის შესაძლო გაყვანაზე გამოძიება თითქმის მესამე წლისთავზე დაიწყო - ვანო მერაბიშვილმა სასამართლოზე გაჟღერებული ინფორმაცია გამომძიებლებთან კიდევ ერთხელ გაიხსენა. როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბრისას დაკავებულის ადვოკატი ოთარ კახიძე აღნიშნავს, დაკითხვა ოთხი საათი გაგრძელდა.

ის ყვება დაკითხვის გარკვეულ დეტალებს, ხოლო ექსპერტი არჩილ გამზარდია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და გიგა ბოკერიას შეხვედრაზე ლაპარაკობს, რომლის ერთ-ერთი თემა, გავრცელებული ინფორმაციით, მერაბიშვილის შეწყალებაც გახლდათ.

არჩილ გამზარდია:

- მთელი მსოფლიოსთვის მერაბიშვილის პატიმრობის საკითხი დახურულია, ამიტომ ამ საკითხით ვაჭრობა უპირველესად პრეზიდენტს დააზიანებს. რაც შეეხება ბოკერიასთან შეხვედრას, პრეზიდენტს აქვს უფლება და ვალდებულებაც, როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შეხვდეს. თუმცა არაეთიკურია, როდესაც შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ხდება და პრეზიდენტი ვალდებულადაც არ მიიჩნევს, ამომრჩეველს ახსნა-განმარტება მისცეს. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლებმა კი არა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა აირჩიეს.

მეტიც, მარგველაშვილს ბოდიშიც კი აქვს მოსახდელი, რომ გიგა ბოკერიასთან შეხვედრის დეტალებზე საზოგადოებას არ განუმარტა. დახურულ კარს მიღმა ლაპარაკობენ იმ თემებზე, რასაც საზოგადოებას უმალავენ, ან პირადი ინტერესების საგანს განიხილავენ. თუ პრეზიდენტს გიგა ბოკერიასთან პირად ინტერესებზე აქვს სასაუბრო, მართლაც დრამატულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: რა ჩვენება მისცა მერაბიშვილმა გამოძიებას?!