მოსკოვმა ჯაშუშობისთვის გასამართლებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლა - კვირის პალიტრა

მოსკოვმა ჯაშუშობისთვის გასამართლებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლა

რუსეთმა ჯაშუშობისთვის გასამართლებული საქართველოს მეშვიდე მოქალაქე გაათავისუფლა. ის სამშობლოში სავარაუდოდ, დღეს დაბრუნდება. ამის შესახებ რუსულ გამოცემა „Взгляд“-ს საქართველოს მთავრობაში ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 2014 წელს რუსეთმა საქართველოს ჯაშუშობისთვის ბრალდებული 3 მოქალაქე, წელს კი კიდევ 4 გადასცა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრაღაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემეირ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი რამდენიმე პატიმრის ორმხრივ გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ.

"ინტერპრესნიუსი"