"იქ ძალიან კარგი აურაა" - სად გეგმავს მიხეილ სააკაშვილი "ნაცმოძრაობის" ყრილობის ჩატარებას - კვირის პალიტრა

"იქ ძალიან კარგი აურაა" - სად გეგმავს მიხეილ სააკაშვილი "ნაცმოძრაობის" ყრილობის ჩატარებას

ოდესის ოლქის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის ჩატარებას დიდგორის ველზე გეგმავს. ექსპრეზიდენტის ვიდეო, სადაც ის აღნიშნულ ყრილობაზე ლაპარაკობს, "თავისუფალმა ზონამ" გაავრცელა.

"ჩვენ ახლა ვართ ძალიან მაგარ ფორმაში, მაგრამ ეს არის ფორმის დასაწყისი. ყრილობისთვის ვიქნებით უფრო ძალიან მაგარ ფორმაში. საბოლოო ღონისძიება იქნება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რომელიმე სტადიონზე და იქ სულ სუპერფორმაში ვიქნებით. ჩემი წინადადებაა, რომ ჩვენი ყრილობა დიდგორის ველზე გავმართოთ და არა ტრადიციულ დარბაზში. იქ ძალიან კარგი აურა არის იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს დიდგორი. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. საერთოდ მოჭრილი გვაქვს უკან დასახევი გზა. მეორე მხარეს არის ძალა, რომელიც ყველა სიბინძურეზე წამსვლელია, ხოლო აქეთ მხარეს არის ხალხი, რომელიც თავის ქვეყნისთვის თავის გაწირვისთვის მზად არის. ბინძური თავგანწირულზე ვერასოდეს გაიმარჯვებს", – აცხადებს სააკაშვილი.