"ჯერ გადაწყვეტილი არ არის" - გიორგი ვაშაძის პარტია "გირჩთან" ერთიანდება?! - კვირის პალიტრა

"ჯერ გადაწყვეტილი არ არის" - გიორგი ვაშაძის პარტია "გირჩთან" ერთიანდება?!

სამოქალაქო პლატფორმა ”ახალი საქართველო” პოლიტიკურ ცენტრ ”გირჩის” გარდა, თანამშრომლობის საკითხებზე კონსულტაციებს სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც მართავს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

ზოგადად საუბრებია არა მხოლოდ ”გირჩთან”, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც. ჯერჯერობით გაერთიანების შესახებ ინფორმაციას ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. მიმდინარეობს საუბრები, როგორ შეიძლება ვითანამშომლოთ. შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მივიღოთ, შეიძლება სხვებთან ერთად. ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისივე ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი კვირის ვადაში გაირკვევა.

ამასთან, ”ინტერპრესნიუსის” შეკითხვაზე, ”გირჩის” გარდა, სხვა რომელ პოლიტიკურ ძალებთან მართავს ”ახალი საქართველო” კონსულტაციებს, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ მათგან დასახელების ნებართვა არ აქვს.