ვინ მოიპარა მიხეილ სააკაშვილის ძვირად ღირებული "ტოიოტა ლენდ კრუიზერი"?! - კვირის პალიტრა

ვინ მოიპარა მიხეილ სააკაშვილის ძვირად ღირებული "ტოიოტა ლენდ კრუიზერი"?!

უცხოური მედიასაშუალებები სკანდალურ ამბავს აქვეყნებენ - ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს ძვირად ღირებული ავტომობილი Toyota Land Cruiser-ი მოპარეს.

"სააკაშვილს ახალი პოლიციის შექმნის ერთი წლის იუბილე მიულოცეს. დღეს კი კიევში მისი დაჯავშნული Toyota Land Cruiser გაიტაცეს. გილოცავ, მიხო! არაჩვეულებრივი რეფორმაა :)"- წერს სოციალურ ქსელში უკრაინის ყოფილი იუსტიციის მინისტრი ელენა ლუკაში. (წყარო)

ანტიკორუფციული რეფორმების გამტარებელს, რომელსაც ერთ დროს საგზაო ნიშნის მოთხრაში ადანაშაულებდნენ, "სედანის" გარდა, კოლექციაში 6 მილიონ გრივნად შეფასებული Toyota Land Cruiser-იც ჰყოლია. როგორც პროკურატურის წყარო იტყობინება, მანქანის გატაცება კრიმინალური დაჯგუფების თავკაცს, "კანონიერ ქურდს", გუგა - სერგო ღლონტს უკავშირდება, რომელსაც ამჟამად ექსტრადაცია ემუქრება.

გუგა კიევის პოლიციის თანამშრომლებმა 2016 წლის 21 ივნისს დააკავეს, უკანონოდ მიღებული უნგრეთის მოქალაქეობის გამო. "თბილისური" კლანის ლიდერს 40 დღე პატიმრობაში ყოფნამ მოუწია.

იხილეთ ასევე: „სააკაშვილის საგზაო ნიშნები“

მანქანის გატაცება უკრაინულ სასამართლოში სერგო ღლონტის მიმართ ლოიალობის გამოჩენას უკავშირდება - საქმე ის არის, რომ უახლოეს ხანებში დაგეგმილია მისი სასამართლო პროცესი. თუ სასამართლო გუგას ადვოკატების შეთავაზებას დააკამყოფილებს - გუგა არ იქნება ექსტრადირებული და დარჩება უკრაინაში, სააკაშვილს კი მანქანა დაუბრუნდება.

უკრაინული მედია წერს, რომ გუგა უკვე დიდი ხანია კიევში თავისი კლანის ინტერესებს ატარებს, ამას ადგილობრივ "კანონიერ ქურდებში" ჩამოვარდნილი უთანხმოებაც უწყობს ხელს. შედეგად, ლიოხა კრასნოდარელი საქმეს ჩამოაშორეს და ახლა ავტორიტეტის აღდგენას ცდილობს. ანდრეი ნედელსკი(ნედელია) კი ამაოდ ცდილობს დაიმკვიდროს ადგილი კიევში, რადგან მას მთელი ძალით ავიწროებენ კავკასიელი ქურდები.

როგორც უკრაინული საინფორმაციო სააგენტოები წერენ, სააკაშვილი ყოველთვის ერიდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში Toyota Land Cruiser-ით გამოჩენას, რომელიც 6 მილიონ გრივნად არის შეფასებული და 12-ჯერ ძვირია "სედანზე".

წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ