"ის მოხდა, რასაც ერდოღანი დიდი ხანია ამზადებდა" - კვირის პალიტრა

"ის მოხდა, რასაც ერდოღანი დიდი ხანია ამზადებდა"

თურქეთში მომხდარ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუკში" გამოეხმაურა.

"თურქეთში განვითარებულ მოვლენებზე უამრავი ვერსია უკვე გავრცელდა ჩვენთან და ალბათ კიდევ ბევრიც გავრცელდება. ვინ რუსეთს აბრალებს და ვინ ამერიკას... სინამდვილეში კი რაც მოხდა ყველა ნიშნით წარმოადგენს წმინდაწყლის “თურქულ” მოვლენას და თურქულმა ისტორიამ ამის მრავალი პრეცედენტიც გვაჩვენა... ის მოხდა რასაც ერდოღანი დიდი ხანია ამზადებდა, თავისი ერთადერთი სერიოზული ოპონენტის - ანუ სამხედრო მაღალ ჩინოსნების - საბოლოოდ განიარაღება. ამისთვის ამოირჩია ყველაზე ხელსაყრელი მომენტი: ახლად შერიგებულია რუსეთთან და ამდენად რუსეთის ინტერესში არ ზის თურქეთის დესტაბილიზაციას ხელი შეუწყოს და ამერიკის გავლენა ქვეყნაში გააძლიეროს. ამერიკას კი თურქეთი ძალიან სჭირდება როგორც მთავარი მოკავშირე სირიასთან და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. მასაც მისი დესტაბილიზაცია და ერდოღანის პოზიციების შესუსტება არ აწყობს. ამდენად ოფიციალურ ვაშინგტონიდან უარყოფითი რეაქციები ნაკლებად მოსალოდნელია თუნდაც დემოკრატიული პრინციპები უხეშად ირღვევოდეს... ერდოღანი აშკარად ავტორიტარულ რეჟიმს აყალიბებს, მაგრამ ერდოღანს ყველა დაუდგება გვერდში რამეთუ იმან დღეს გაიმარჯვა და რადგანც ყველას სჭირდება თურქეთის “სტაბილურობა” უფრო, ვიდრე თურქეთის დემოკრატიული ორიენტაცია.... საქართველოს ამ ახალ ვითარებაში, ორ ავტორიტარულ რეჟიმთა შორის მოქცეულს, დასჭირდება მეტი სიფრთხილე და შორსმჭვრეტველობა, რათა თავისი გეოპოლიტიკური უნიკალურობა (დემოკრატიის კუნძულად ქცეული) თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ისე, რომ არც ერთის და არც მეორის მრისხანე რეაქცია არ გამოიწვიოს!", - წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუკში" (წყარო)