"ის, რომ ონლაინკაზინოების თემა რჩება პოლიტიკოსთა ყურადღების მიღმა, ჩვენი პოლიტიკური ელიტის უმწიფრობაზე მიუთითებს" - კვირის პალიტრა

"ის, რომ ონლაინკაზინოების თემა რჩება პოლიტიკოსთა ყურადღების მიღმა, ჩვენი პოლიტიკური ელიტის უმწიფრობაზე მიუთითებს"

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერობის პირველივე დღეებში განაცხადა, რომ ონლაინკაზინოების თაობაზე ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებდა, თუმცა დღემდე ეს საკითხი ღიად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა უამრავ ადამიანსა და ოჯახს ეხება, რატომღაც საარჩევნო მარათონში ჩართული პარტიებისთვის საინტერესო ვერა და ვერ აღმოჩნდა.

სოსო ცისკარიშვილი:

- პოლიტიკური პარტიებისთვის უპირველესი ინტერესის საგანია საკუთარი სავარძლები მომავალ პარლამენტში... ის, რომ ონლაინკაზინოების ძალიან მტკივნეული თემა რჩება ყურადღების მიღმა, ჩვენი პოლიტიკური ელიტის უმწიფრობაზე მიუთითებს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი და დამოკლეს მახვილი თითოეულ ადამიანსა და მათ ოჯახებზე, თუმცა არავინ ფიქრობს ამ საშინელებისგან საზოგადოების დაცვაზე.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 18 ივლისის ნომერში ან გაიარეთ რეგისტრაცია ჩვენს საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკთხეთ სტატია: "თავმოკვეთილი თურქი ჯარისკაცი სიმბოლოა - კატასტროფამდე ერთი ნაბიჯია!".