რატომ დააკავეს სამართალდამცველებმა პაატა ბურჭულაძის პარტიის ორი წევრი?! - კვირის პალიტრა

რატომ დააკავეს სამართალდამცველებმა პაატა ბურჭულაძის პარტიის ორი წევრი?!

სამართალდამცველებმა წუხელ ღამით პაატა ბურჭულაძის პარტიის 2 წევრი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "სახელმწიფო ხალხისთვის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მამუკა გოგლიძემ განუცხადა, შემთხვევა თბილისში, მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" თემქის ოფისთან მოხდა. მისივე განმარტებით, დაკავებულები სწორედ პარტიის თემქის ორგანიზაციის წევრები არიან.

"როგორც თანამშრომლები აცხადებენ, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მათზე დაკვირვება და თვალთვალი. ღამით, როდესაც თანამშრომლები ოფისს ტოვებდნენ, სამართალდამცველებმა მათი მანქანების გაჩერება და ჩხრეკა დაიწყეს. ერთ-ერთ მანქანაში მჯდომმა პირმა

ეს ყველაფერი ხმამაღლა გააპროტესტა, რაზეც პოლიციელებმა უთხრეს, გადმოსულიყო მანქანიდან, რის შემდეგაც ისიც და მასთან დასახმარებლად მისული მეორე პიროვნებაც დააკავეს", - აღნიშნავენ პარტიაში.

გოგლიძის თქმით, გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით მიმდინარეობს.

დაკავებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"