NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 25 % თვლის, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ საცხოვრებელი პირობები გაუარესდა - კვირის პალიტრა

NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 25 % თვლის, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ საცხოვრებელი პირობები გაუარესდა

NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის შეფასებით, 2014 წლის ივნისის შემდეგ მათ ქალაქსა თუ სოფელში საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა.

შესაბამის შეკითხვაზე, კატეგორია „იგივე დარჩა“ რესპონდენტთა 53 %-მა აირჩია. გამოკითხულთა 19 %-მა განაცხადა, რომ „გაუმჯობესდა“, 25 %-მა კი აღნიშნა, რომ „გაუარესდა“. კატეგორიაზე „არ ვიცი“ მოდის რესპონდენტთა 2 %.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის აგვისტოში ამავე შეკითხვაზე არსებული მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურებოდა: „გაუმჯობესდა“ - 9 %, „იგივე დარჩა“ - 47 % და „გაუარესდა“ - 43 %.

NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები კვლავ სამუშაო ადგილები და სიღარიბეა.

შეკითხვაზე, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები, „სამუშაო ადგილებსა“ და „სიღარიბეს“ პირველ მეორე ადგილები უჭირავს.

ხუთეულში შემდეგი ადგილები უკავია ტერიტორიულ მთლიანობას, ფასების ზრდა/ინფლაციას და პენსიებს.

აღნიშნულ ჩამონათვალში ასევე მოხვდა საკითხები: ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, განათლება, ხელფასები, რუსეთთან ურთიერთობა, სამართლიანობის აღდგენა და ა.შ.

„ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან - 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა.

"ინტერპრესნიუსი"