პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური პროკურატურაში დაიბარეს - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური პროკურატურაში დაიბარეს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური მთავარმა პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, მინდია გოგოჭური უწყებაში 15:00 საათზე, მოწმის სახითაა დაბარებული.

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო.

მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: ვინ არის პრეზიდენტ მარგველაშვილის სიძე და რატომ გაჩხრიკეს სამართალდამცავებმა მისი სახლი და ავტომანქანა?!