"თანამდებობა ჯერ არ დამიტოვებია" - პაატა ზაქარეიშვილი მთავრობის სხდომას არ ესწრება - კვირის პალიტრა

"თანამდებობა ჯერ არ დამიტოვებია" - პაატა ზაქარეიშვილი მთავრობის სხდომას არ ესწრება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „რუტინული ამბავი“ უწოდა იმას, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომას არ ესწრება.

„მთავრობის სხდომაზე ჩემი მოადგილეა. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჯერ თანამდებობა არ დამიტოვებია. მოადგილე იმისთვის არსებობს, რომ საჭიროების შემთხვევაში შემენაცვლოს. ეს რუტინული ამბავია,” - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მთავრობის სხდომა „რესპუბლიკელი“ მინისტრების - თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის გარეშე მიმდინარეო