"ქართული ოცნება" - 32%, "ნაციონალური მოძრაობა" - 26% - NDI - ის მორიგი კვლევა - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" - 32%, "ნაციონალური მოძრაობა" - 26% - NDI - ის მორიგი კვლევა

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 57%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე. გამოკითხულთა 38%-ს კი უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუ ვის მისცემს ხმას არჩევნებში, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და ”CRRC – საქართველო” ატარებს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.

NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმეტესობა მონაწილეობას მიიღებდა.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, დადებითი პასუხი რესპონდენტთა 67 %-მა გასცა. 33 %-ს შეადგენს, ვინც სავარაუდოდ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას.

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 27%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დგას.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ "ქართული ოცნება", 15%-ისთვის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", არ იცის - 10%-მა. მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის" ყველაზე ახლოს დგას გამოკითხულთა 5%-ისთვის, "პატრიოტთა ალიანსი" - ასევე 5%-თთან. "თავისუფალი დემოკრატები" - 4%-თთან, "ლეიბორისტული პარტია" - ასევე 4%-თან, ხოლო სხვა პარტიები - 6 %-თან.

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% იმ ამომრჩევლებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ და გადაწყვეტილი აქვთ, ვის დაუჭერს მხარს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, ხოლო 26% - "ნაციონალურ მოძრაობას".

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 7% - "პატრიოტთა ალიანსს" მისცემდა ხმას, 6%-მა არ იცის, 6%-ხმას მისცემდა მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის, 2% - არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას.

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% იმ ამომრჩევლებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ და გადაწყვეტილი აქვთ, ვის დაუჭერს მხარს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, ხოლო 26% - "ნაციონალურ მოძრაობას“.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 7% - "პატრიოტთა ალიანსს" მისცემდა ხმას, 6%-მა არ იცის, 6%-ხმას მისცემდა მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის, 2% - არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას.

"ინტერპრესნიუსი"