ფეხბურთელები, მორაგბეები, მსახიობ-მომღერლები - ვინ "ინადირებენ" "ქართული ოცნებიდან" თბილისში დეპუტატობის მანდატებზე?! - კვირის პალიტრა

ფეხბურთელები, მორაგბეები, მსახიობ-მომღერლები - ვინ "ინადირებენ" "ქართული ოცნებიდან" თბილისში დეპუტატობის მანდატებზე?!

"გამარჯვების შემთხვევაში, პირობას ვდებ, რომ რწმენით და სიმართლით ვემსახურები ჩემს ქვეყანას", - განაცხადა მომღერლმა ზაზა ხუციშვილმა, ვაკის მესამე ოლქში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ.

მისი თქმით, ის აქტიური მონადირეა, რომელიც ყოველთვის იცავს ნადირობის კანონებს და ამ მიმართულებითაც შეუძლია იაქტიუროს. მოკლედ, პოლიტმანდატებზე სანადიროდ "ქართულ ოცნებისთვის" დედაქალაქში ასევე იბრძოლებენ: ფეხბურთელები მიხეილ ყაველაშვილი და ლევან კობიაშვილი. მოგეხსენებათ, კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტია. მიხედავად იმისა, რომ ჩვენში მუდმოვად ისმის ლაპარაკი, რომ სპორტის დეპოლიტიზაცია უნდა მოხდეს, ამას კარგა ხანს ვერ ვეღირსებით ალბათ კიდევ. როგორც ირკვევა, ლევან კობიაშვილს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენა დეპუტატად არჩევის შემთხვევაშიც შეეძლება. მართლაც აშკარად ჩანს, რომ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს ვიცე-პრემიერი და ასევე ფეხბურთელი კალაძე არჩევდა. სპორტსმენების სიმრავლე ნამდვილად თვალში საცემია. ფეხბურთელებს არც რაგბისტების ჩამორჩებიან. მანდატებისთვის იბრძოლებენ: ირაკლი აბუსერიძე და ბიძინა გეგიძე, ასევე მოჭიდავე და მოქმედი დეპუტატი შოთა ხაბარელი.

მაჟორტარობის კანდიდატთა სიაშია არქი ჯგუფის" დამფუძნებელი და დირექტორი ილია წულაიაც.

იხილეთ კანდიდატების სრული სია:

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: 1. გლდანში, მე-20 ოლქში, კობა კობალაძე. 2. გლდანში, 21-ე ოლქში, - ლევან კობიაშვილი. 3. გლდანში, 22-ე ოლქში - ლევან კობერიძე. 4. დიდუბეში, მე-15 ოლქში - ზაზა პაპუაშვილი. 5. დიდუბეში, მე-16 ოლქში - ილია წულაია. 6. ვაკეში, მე-2 ოლქში - ბიძინა გეგიძე. 7. ვაკეში, მე-3 ოლქში - ზაზა ხუციშვილი. 8. ისანში, მე-8 ოლქში - ირაკლი აბუსერიძე. 9. ისანში, მე-9 ოლქში - დავით ჭიჭინაძე. 10. ისანში, მე-10 ოლქში - ბექა ნაცვლიშვილი. 11. კრწანისში, მე-7 ოლქში - ბექა ოდიშარია. 12. მთაწმინდაზე, 1-ელ ოლქში პარტია მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. 13. ნაძალადევში, მე-17 ოლქში "ქართული ოცნებიდან" კენჭს სოფო კილაძე იყრის. 14. ნაძალადევში, მე-18 ოლქში - მიხეილ ყაველაშვილი. 15. ნაძალადევში, მე-19 ოლქში - ზაზა გაბუნია. 16. საბურთალოზე, მე-4 ოლქში - მამუკა მდინარაძე. 17. საბურთალოზე, მე-5 ოლქში - ნინო გოგუაძე. 18. საბურთალოზე, მე-6 ოლქში - ლევან გოგიჩაიშვილი. 19. სამგორში, მე-11 ოლქში - გიორგი მოსიძე. 20. სამგორში, მე-12 ოლქში - მარიამ ჯაში. 21. სამგორში, მე-13 ოლქში - შოთა ხაბარელი. 22. ჩუღურეთში, მე-14 ოლქში კი გია ვოლსკი.