რუსეთმა ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო - კვირის პალიტრა

რუსეთმა ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო

სწავლებაში მონაწილეობენ როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედროები, ისე ჯარისკაცები ჩრდილოეთ კავკასიიდან.

რუსეთმა ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის, სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერთდროულად შვიდ პოლიგონზე დაწყებულ სწავლებაში მონაწილეობს ოლქის სარაკეტო და საარტილერიო ჯარების 5 000-ზე მეტი სამხედრო.

სწავლებაში ჩართულია სარაკეტო კომპლექტები „ისკანდერ-მ“-ი, თვითმავალი ჰაუბიცები „აკაცია“ და „გვოზდიკა“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები „გრადი“, „ტორნადო გ“, „ურაგანი“, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები „შტურმ-ს“-ი და სხვა.

სწავლებაში მონაწილეობენ როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედროები, ისე ჯარისკაცები ჩრდილოეთ კავკასიიდან.

სწავლება 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"