ზუგდიდის რაიონში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება? - კვირის პალიტრა

ზუგდიდის რაიონში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება?

ჯერ კიდევ ა.წ. მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსპირველი ლედი სანდრა რულოვსი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით აპირებდა მონაწილეობას.

ამ არაოფიციალური ინფორმაციის საპასუხოდ იმჟამად რულოვსმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა: "მინდა ყველას გასაგებად ვთქვა და ნურავის ეწყინება, რომ მე ბუნებით უფრო რეჟისორი ვარ, ვიდრე მსახიობი, რომელიც სხვისი დაწერილი სცენარიდან როლებს ირგებს!". ბუნდოვანი იყო რულოვსის" ეს კომენტარი, რა იგულისხმა ყოფილმა პირველმა ქალბატონმა ამაში? - ის, რომ პოლიტიკური გააქტიურებით, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების რეჟისორობას აპირებდა, თუ იმათ, ვინც  პოლიტიკურ თამაშში ცდილობდა მის შემოყვანას, მიანიშნა, რომ არ აპირებდა მათ ჭკუაზე სიარულს...

მოკლედ, ასეა თუ ისე, ეს საკითხი ისევ გააქტიურდა, ამჟამად ქალბატონი სანდრა საქართველოშია და როგორც ირკვევა, ზუგდიდის რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს 18 აგვისტოდან აპირებს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, ამ რაიონში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი იქნება.

იხილეთ ასევე: ქმარი უკრაინის პრემიერობისთვის ემზადება, ცოლი - საქართველოს პარლამენტარობისთვის?!