სოფელ სობისში, ჩილინდრიშვილების ოჯახს ქერის მოსავლის დასაბინავებლად 5 საათი მიეცა - კვირის პალიტრა

სოფელ სობისში, ჩილინდრიშვილების ოჯახს ქერის მოსავლის დასაბინავებლად 5 საათი მიეცა

ევროკავშირის მონიტორინგის მისის ცხელი ხაზის მეშვეობით წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ სობისში, ჩილინდრიშვილების ოჯახს ქერის მოსავლის დასაბინავებლად 5 საათი მიეცა.

როგორც  გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, ჩილინდრიშვილები ქერის აღებას მალე დაასრულებენ. მათი ინფორმაციით, ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით დაწყებულმა მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო და კომბანი მოსავლის ასაღებად 11:00 საათიდან მუშაობს. მოლაპარაკების თანახმად, ჩილინდრიშვილებს 5 საათი აქვთ, რომ ქერი დააბინაონ. ადგილზე მათთან ერთად იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, პროცესს აკვირდებიან სამართალდამცავები, ჟურნალისტები და ევროკავშირის სადამკვირებლო მისის წარმომადგენლები. მოსავლის აღებას რუსი სამხედროებიც აკვირდებიან.

"როგორც გუშინ საღამოს გახდა ცნობილი, მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და ჩილინდრიშვილები მოახერხებენ დარჩენილი ქერის აღებას. მიუხედავად იმისა, რომ პროცესს რუსი სამხედროებიც აკვირდებიან, ამ დროისთვის კომბაინს მშვიდ ვითარებაში უწევს მუშაობა და მოსავლის აღებას მალე დავასრულებთ", - განაცხადა ჟურნალისტებთან გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.

გუშინ დილით სობისში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსმა სამხედროებმა კომბაინით ჩილინდრიშვილების ქერის აღება დაიწეს. მოლაპარაკების პროცესში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, სხვა უწყებებთან ერთად, გუშინვე ჩაერთნენ.

„ინტერპრესნიუსი"