"იმის გარანტი, რომ ძალადობა აღარ განმეორდება, მე თვითონ ვარ" - კვირის პალიტრა

"იმის გარანტი, რომ ძალადობა აღარ განმეორდება, მე თვითონ ვარ"

მე მგონი, იმის გარანტი, რომ ძალადობა აღარ განმეორდება, მე თვითონ ვარ, რომ შევედი პოლიტიკაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერმა, ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა განაცხადა.

რულოვსმა მის მიერ სამეგრელოში გაკეთებული განცხადება განმარტა, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში ძალადობის არსებობას ეხებოდა. "ჩვენი მხრიდან იქნება ამის კონტროლი. ჩვენ ისეთი გუნდი გვყავს, რომელიც მეორედ ასეთ შეცდომას არ დაუშვებს", - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ აირჩია მაჟორიტარულ ოლქად ზუგდიდი, სანდრა რულოვსი განმარტავს, რომ სამეგრელო მისთვის განსაკუთრებულია. "მე არა მარტო მეგრული სიმღერით, საჭმლით და ენით ვარ მოხიბლული, არამედ სამეგრელო ძალიან ძლიერი რეგიონია. მზად ვარ ზუგდიდის რაიონში ვიმუშაო და ვესაუბროთ ხალხს მათ პრობლემებზე, რომელიც ვიცით, რომ მთელს ქვეყანაშია და არა მარტო სამეგრელოში. მე უნდა ამერჩია ჩემთვის მნიშვნელოვანი რაიონი, როდესაც პოლიტიკაში შემოვედი და ავირჩიე ზუგდიდი", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

„ინტერპრესნიუსი"