მიხეილ სააკაშვილი: "კვირიკაშვილმა პროექტს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, ჯაჭვლიანი ჩაუყენა სათავეში" - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი: "კვირიკაშვილმა პროექტს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, ჯაჭვლიანი ჩაუყენა სათავეში"

24 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთის კურორტების განვითარებსთვის ახალი სახელმწიფო შპს შეიქმნება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.

"სოსოს კარგი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. არის კინორეჟისორიც და ვთვლით, რომ ძალიან კარგი იქნება მისი ჩართვა ამ მიმართულებით, რათ განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიოთ მოკლე დროში იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც კურორტების საერთაშორისო პრომოციას შეუწყობს ხელს. ბატონი სოსო, მოგეხსენებათ, არის ადგილობრივი, წარმოშობით სვანია და მისი ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ კურტი "თეთნულდი" ისე განვავითაროთ, რომ მულახის თემის მაცხოვრებელთა ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული".

ახალი შპს-ს შექმნას და სოსო ჯაჭვლიანის მომავალ საქმიანობა შეაფსა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა:

"ძალიან ვწუხვარ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ამ გადაწყვეტილების გამხმოვანებელი გახდა დიდი საგურამოს შეხვედრის შემდეგ, სადაც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ყველაზე, ვინც საარჩვენო სიის გარეთ დარჩებოდა, იზრუნებდნენ და დაბინავდებოდნენ... სოსო ჯაჭვლიანი პირველი მერცხალია, მე არ ვიცი მისი საქმიანობა ეკონომიკური კუთხით, რადგან ვიცი მხოლოდ მისი დამოკიდებულება EBRD-თან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ჯაჭვლიანისთვის შპს-ს შექმნას "ფეისბუკგვერდზე" გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც:

"თეთნულდის სათხილამური კორორტის შექმნა და განვითარება იყო ჩვენი გუნდის ინიციატივა. მოლაპარაკება ვაწარმოეთ ფრანგულ მხარესთან და პრეზიდენტ სარკოზის დახმარებით, შეღავათიანი და გრძელვადიანი სესხით შევიძინეთ საბაგიროები. ამავდროულად, დავიწყეთ გზების გაყვანა მესტიიდან და ასევე, ზემო და ქვემო სვანეთის დასაკავშირებელი გვირაბის დაპროექტება, რომელიც გზას ქუთაისის აეროპორტიდან 2 საათით შეამცირებდა.

2013 წელს ივანიშვილის მთავრობამ სცადა საბაგიროებზე უარის თქმა და მათი გაყიდვა. მაშინდელ ეკონომიკის მინისტრ კვირიკაშვილს ფრანგებმა აუხსნეს, რომ საბაგირო უნიკალურად მორგებული იყო თეთნულდზე და ვერ გაიყიდებოდა. მოუხდათ საბაგიროების ჩამოტანა და ისინი 2013 ის ნაცვლად 2015 წელს გახსნეს, მაგრამ შეწყვიტეს გვირაბის პროექტირება და აღარ შეიყვანეს სასტუმროების ინვესტორები, რაც აუცილებელი პირობაა კურორტის ასამუშავბლად. ახლა კი, იგივე კვირიკაშვილმა პროექტს, რომელსაც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე რეალურად მე ვხელმძღვანელობდი, ჯაჭვლიანი ჩაუყენა სათავეში." (წყარო)