"დღეს დამნაშავე ხელისუფლება აღარ გვყავს" - არჩევნების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობას გეგმავს? - კვირის პალიტრა

"დღეს დამნაშავე ხელისუფლება აღარ გვყავს" - არჩევნების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობას გეგმავს?

მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისალომე ზურაბიშვილი ამჯერად მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის იბრძვის - როგორც დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა მმართველი პარტიისგან მხარდაჭერა მხოლოდ მან დაიმსახურა და მანდატის მოსაპოვებლად "ქართული ოცნების" კანდიდატთან დაპირისპირება არ უწევს.

გავრცელებული ინფორმაციით, დამოუკიდებელ მაჟორიტარად ქალბატონი ზურაბიშვილის წარდგენა მხოლოდ ფორმალური შეთანხმება გახლდათ, რეალურად კი "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკება კანდიდატად დასახელებამდე დიდი ხნით ადრე წარმატებით დასრულდა, რაზეც რესპონდენტი ამბობს:

"მმართველმა პარტიამ უბრალოდ აღიარა ქართულ პოლიტიკაში ჩემი მრავალწლიანი საქმიანობა. მართალია, დღეს "ქართულ ოცნებასაც" აქვს პრობლემები და მრავლად ნაკლიც, თუმცა ერთი რამ ცხადია - დღეს დამნაშავე ხელისუფლება არ გვყავს. სამწუხაროა, რომ "ნაცმოძრაობის" დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ დღემდე ამომწურავი პასუხები არ მოგვისმენია".

არსებობს ვარაუდი, რომ საგარეო საქმეთა ექსმინისტრი არჩეენების შემდეგ ისევ ამ პორთფელის დაბრუნებას გეგმავს და "ქართულ ოცნებასთან' ამაზეცაა მიღწეული შეთანხმება, რაზეც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს:

"დამოუკიდებელი კანდიდატი ვარ, ორი სკამისთვის არ ვიბრძვი. რეალურად, საგარეო კურსის პრობლემას დღეს ვერ ვხედავ, ახლა მთავარი ქვეყნის შიგნიდან განვითარებაა, პირველ რიგში კი, ქართულ პოლიტიკაში ახალი სისხლი გვჭირდება. საზოგადოებაში პოლიტიკის მიმართ ნდობა უნდა აღდგეს".

მისივე თქმით:

"პაატა ბურჭულაძის პარტია სატელიტური პოლიტიკური ძალაა, ასე რომ, ვინ შეუერთდება თუ მისგან წავა, ნაკლებად საინტერესოა. "ნაციონალური მოძრაობა" თავის გადასარჩენად ყველა ხერხს მიმართავს. თუმცა ამომრჩეველი მსგავსი ფანდებით აღარ მოტყუვდება. თანაც პაატა ბურჭულაძის მოძრაობას იმდენად ბევრი წევრი ტოვებს, არ გამოვრიცხავ, გაერთიანება არჩევნებამდე მხოლოდ სამი კაცით მივიდეს.

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია: "ორი სკამისთვის არ ვიბრძვი"

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია: "ორი სკამისთვის არ ვიბრძვი"