"მიშას ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც რომ დასჭირდეს, ამას გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება" - კვირის პალიტრა

"მიშას ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც რომ დასჭირდეს, ამას გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება"

როგორც ზუგდიდში, ”ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა, მათი პარტიის მხარდამჭერების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ის ქართველ ხალხთან ერთად იზეიმებს გამარჯვებას.

მიშა იძახის, რომ სანდრა ეს მე ვარ. ძალიან ვცდილობ, რომ პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან შორს ვარ მისი ნიჭისგან და ხედვისგან. მან ყოველთვის წინასწარ იცის, რა უნდა მოხდეს და ეს მართლდება. ის აქ იქნება ჩვენთან ერთად, რომ გამარჯვება იზეიმოს. ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც რომ დასჭირდეს, ის ამას გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება.

ჩვენი მხარდაჭერა ყოველდღიურად იზრდება. კიდევ დაგვრჩა 12 დღე და უნდა ვანახოთ ჩვენი ძალა. როცა შემოვედი პოლიტიკურ ბრძოლაში, მითხრეს, რომ მოწინააღმდეგე გყავთ, ყოფილი გამგებელი, ვიღაც თოლორაიაო. გამაფრთხილეს, რომ შენს დანახვაზე გაწითლდება, თუმცა არც დებატებში მინახავს, არც ზუგდიდობაზე, არც ქუჩაში. მითხრეს რომ გამოაგზავნიან ”ბეტეერ” ქალებს და თმებით გითრევენო - ველოდები ამ ქალებს. ზუსტად დღეს გავისწორე თმა, რომ უფრო ადვილი იყოს... ჩვენ ბევრნი ვართ და ვერავინ მოგვერევა”.

"ინტერპრესნიუსი"