"აქ მოხდება... კადაფი"! "ივანიშვილის სახლი არის ასათვისებელი"! - რაზე ლაპარაკობენ, სავარაუდოდ, სააკაშვილი და "ნაცმოძრაობის" წევრები?! - კვირის პალიტრა

"აქ მოხდება... კადაფი"! "ივანიშვილის სახლი არის ასათვისებელი"! - რაზე ლაპარაკობენ, სავარაუდოდ, სააკაშვილი და "ნაცმოძრაობის" წევრები?!

"ვისაც კოალიციისთვის უნდა მომზადება მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს. მაგისთვის არ ვიბრძვი... მაშინ გავაკეთოთ კოალიცია კალაძესთან, ალასანიასთან"

"კარგად დავთვალოთ ფინანსები, 10 ლარი რომ დაგვიჯდეს კაცი დღეში, 2-3 თვიანი აქცია რა დაგვიჯდება 200 კაციანი, კარვებით"

სოციალურ ქსელში მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერი ვრცელდება, რომელშიც, სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრს შორის დიალოგია ასახული. ოდესის გუბერნატორი აკაკი მინაშვილს, პეტრე ცისკარიშვილს, ნუგზარ წიკლაურსა და გიგი წერეთელს ესაუბრება "რევოლუციურ სცენარზე". უცნობია ავთენტურია თუ არა ჩანაწერი და სად ან როდისაა ის ჩაწერილი.

საუბარი იწყება, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის სიტყვებით, "თბილისში "ვაფშე" ბოკერიას ჰქონდა... ყველაფერი სწორიაო, რევოლუციური სცენარი, ესა-ისა იძახის, მაგრამ მერე იძახის თუ რევოლუციური სცენარი არ გამოდის, ხო უნდა მოვემზადოთ მერე კოალიციებისთვის... ვისაც კოალიციისთვის უნდა მომზადება მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს. მაგისთვის არ ვიბრძვი... მაშინ გავაკეთოთ კოალიცია კალაძესთან, ალასანიასთან, იმასთან-ამასთან და ვიქნებით მაგარი ხალხი...

საუბარში ერთვება პეტრე ცისკარიშვილი: "ესენი ისევ მოიგებენ და იქნება სინამდვილეში ხალხის რევოლუცია და დედისტ... აქ ჯერ "ვასტოკია". აქ მოხდება..... კადაფი. უნდა გამოათრიონ და ჯოხით ტრ... უნდა მოტ..."

ამის საპასუხოდ ისმის სავარაუდოდ ექსპრეზიდენტის რეპლიკა: "კარგია რომ შენც ეგრე ფიქრობ, უმეტესობა ეგრე ფიქრობს.... პროსტა იმათაც უნდა ღიად მოვადოთ ცხვირში (სავარაუდოდ, გულისხმობს "ქართულ ოცნებას), ეგრე არ არის კაცო. ჰოდა, "რუსთავი" მოამწიფებს ამ პიკს..."

კაკო ბობიხიძე: "200 კაცი რუსთაველის კარვებს ავსებს"

ნუგზარ წიკლაური: "ივანიშვილის სახლი არის ასათვისებელი"

კაკო ბობოხიძე: "კარგად დავთვალოთ ფინანსები, 10 ლარი რომ დაგვიჯდეს კაცი დღეში, 2-3 თვიანი აქცია რა დაგვიჯდება 200 კაციანი, კარვებით".

გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკვე გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტი.

"ასეთი უნიჭო მონტაჟებით სურს ივანიშვილს თავისი გარდაუვალი დამარცხების თავიდან აცილება? ჩვენი ხალხის გასულელება არ გამოუვა!" - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკში".

მოისმინეთ აუდიოჩანაწერები

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია