"შევხვდებით შემდეგ არჩევნებზე" - ,,გირჩმა" პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი დატოვა - კვირის პალიტრა

"შევხვდებით შემდეგ არჩევნებზე" - ,,გირჩმა" პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი დატოვა

პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ ,,გირჩმა“ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია „პალიტრანიუსს“ „გირჩის“ წევრმა ლევან ჩოლოყაშვილმა დაუდასტურა.

პარტიამ ამ საკითხზე უკვე გაავრცელა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა, სანამ ეს მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკური მანიპულაციების თემა გახდება, ჩვენ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს განგიმარტოთ. „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს საარჩევნო ბლოკი „პლატფორმა -პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“. ეს არის რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება, რადგან ბლოკს აქვს სერიოზული პრობლემები, როგორც ადამიანური ურთიერთობებისა და მენეჯმენტის, ისე ფინანსური კუთხით. „გირჩი“ არის საკუთარი პრინციპების ერთგული და არსებობს ზღვარი, რომელსაც ჩვენ არასოდეს გადავალთ. სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, „გირჩი“ გამოტოვებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ ჩვენ დავრჩებით პარტიად, რომელმაც არსებობის ერთი წლის განმავლობაში შექმნა პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში. გირჩი რჩება პოლიტიკაში და განაგრძობს ბრძოლას იმ იდეებისა და ფასეულობებისთვის, რომლისაც სჯერა. შევხვდებით შემდეგ არჩევნებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.