"მივიღე გადაწყვეტილება, "გირჩი" ამოვიღო სიიდან, რადგან ეს პარტია არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული" - კვირის პალიტრა

"მივიღე გადაწყვეტილება, "გირჩი" ამოვიღო სიიდან, რადგან ეს პარტია არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული"

როგორც ცნობილია, პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩმა" პაატა ბურჭულაძის მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა.

პარტიის წევრების განცხადებით, ბლოკს აქვს სერიოზული პრობლემები, როგორც ადამიანური ურთიერთობებისა და მენეჯმენტის, ისე ფინანსური კუთხით.

თავად "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, "გირჩს" ბლოკი მან პირადად დაატოვებინა.

როგორც პაატა ბურჭულაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის მიერ "გირჩის" დაფინანსება გახდა. ბურჭულაძის თქმით, მას არ სურს იყოს არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის სატელიტი.

"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ "გირჩი" ამოვიღო სიიდან. ორი საათის წინ დადასტურებულად გავიგე, რომ ეს პარტია არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული. მე ამას ვერ მივიღებ. ეს არის მიზეზი. მე ვერც სააკაშვილისგან მივიღებ თანხას", - განაცხადა ბურჭულაძემ.