"მოიცა არისტოფან, კაცო, მოიცა... გეხუმრე, გეხუმრე-მეთქი! ვა, ამის დედა ვატირე, ყველას მე როგორ უნდა ვეფერო, კაცო"? - კვირის პალიტრა

"მოიცა არისტოფან, კაცო, მოიცა... გეხუმრე, გეხუმრე-მეთქი! ვა, ამის დედა ვატირე, ყველას მე როგორ უნდა ვეფერო, კაცო"?

პაატა ბურჭულაძის პარტია თუ ბლოკი უკვე იმდენმა წევრმა დატოვა, სათვალავი თავად ბურჭულაძეს აერია. "სეზონი" მაშინ გაიხსნა, როდესაც პარტია "გირჩთან" და გიორგი ვაშაძის პარტიასთან გაერთიანდა და ამ მიზეზის გამო იქაურობა ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა დატოვა... რა ფეხზე წამოვიდა პირდაპირ, კვალდაკვალ რეგიონალური ლიდერებისა და თუ რიგითი წევრების შემდეგ, მას ლიდერები: ხათუნა ლაგაზიძე და გიორგი რუხაძეც მიჰყვნენ. მალევე უკვე ბლოკის ერთიანობის პრობლემაც დადგა, რომელიც ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩმა" ხმაურით დატოვა.

პაატა ბურჭულაძის პარტიის უცნაურ ამბებზე აქტიურად ხუმრობენ სოციალურ ქსელში. გთავაზობთ რამდენიმე სახალისო ფრაზას:

"ბურჭულაძის პარტიიდან ბოლო ვინც წამოხვალთ, შუქი ჩააქრეთ"

"შუქიც წავიდა მაგის პარტიიდან და რაღა ჩააქრონ"

"ბურჭულაძეს კენჭმა გაუარა და ისიც არ გაუჩერდა"

"ბურჭულაძის პარტია პანაშვიდივითაა, შეხვალ, წრეს დაარტყა, ხელს ჩამოართმევ და გამოხვალ"

"სახელმწიფო ხალხისთვის": - "ვინც ბოლო, ის გოგო"

"ბუც დატოვებს მალე პაატას და დარჩება მარტო "რჭულაძე"

"გვიანი შემოდგომა ჯერ არ არის, მაგრამ უკვე ცვივა გირჩები?"

"ვინმე კარგი მკითხავი არ იცით, ამ ბურჭულძის პარტიას რომ გამოულოცოს"?

"პაატა ბურჭულაძე - გირჩს: "ჯერ შეიცადე, ვიდრემდე წახვალ, მათქმევინე ორიოდ სიტყვა..."

"პაატა ბურჭულაძე მერაბ მეტრეველს: - მოიცა არისტოფან, კაცო, მოიცა... გეხუმრე, გეხუმრე-მეთქი! ვა, ამის დედა ვატირე, ყველას მე როგორ უნდა ვეფერო, კაცო"?