რთული, უკეთესი, ძალიან კარგი - "დავიფიცებ თუ გნებავთ, რომ, ვიცოდი, მსგავსი 4 წელი იქნებოდა" - კვირის პალიტრა

რთული, უკეთესი, ძალიან კარგი - "დავიფიცებ თუ გნებავთ, რომ, ვიცოდი, მსგავსი 4 წელი იქნებოდა"

"9 დღეც მოითმინეთ და ქარიშხალი ჩადგება"

"ეგონათ, რომ ერთ წელიწადში საოცრება მოხდებოდა, ყველა ქართველი გამდიდრდებოდა და ყველა სამსახურს იშოვიდა"

ალბათ ყველას ახსოვს, 2012 წელს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ცნობილი განცხადება, როდესაც ის ლაპარაკობდა ეკონომიკის განვითარების 4 წლიან გეგმაზე, რომ პირველი წელი იქნებოდა რთული, შემდეგი უკეთესი და ა.შ.

"რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას და მის ტემპებს, პირველი წელიწადი იქნება რთული, მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი. მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი" - აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი.

29 სექტემბერს, შიდა ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას კი, ბიძინა ივანიშვილმა "ნაცმოძრაობასთან" კოჰაბიიტაციაზე და განვლილ 4 წელზე ასეთი განცხადება გააკეთა:

"დავიფიცებ თუ გნებავთ, რომ ვიცოდი, მსგავსი, 4 წელი იქნებოდა. გადაჭარბებულმა მოლოდინმა გამოიწვია იმედგაცრუება, არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის ნაწილში, არამედ ეკონომიკის ნაწილშიც. ეგონათ, რომ ერთ წელიწადში საოცრება მოხდებოდა, ყველა ქართველი გამდიდრდებოდა და ყველა სამსახურს იშოვიდა. ეს შეუძლებელია. პროცესი ახლა, ამ არჩევნებით სრულდება. გარწმუნებთ, ამის შემდეგ "ნაციონალების" ბობოქრობა დასრულდება. კოჰაბიტაცია და თანაცხოვრება ვერ დასრულდება, ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და მათ კანონის უზენაესობა უნდა აღიარონ. 9 დღეც მოითმინეთ და ქარიშხალი ჩადგება. არ აქვთ მათ არაფრის თავი. არჩევნების შემდგომ საბოლოოდ ჩაწყნარდებიან”.

"ინტერპრესნიუსი"