JPM Strategic Solutions-ი წინა კვლევასთან შედარებით, ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა თითქმის 7%-ით არის გაზრდილი - კვირის პალიტრა

JPM Strategic Solutions-ი წინა კვლევასთან შედარებით, ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა თითქმის 7%-ით არის გაზრდილი

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით, კომპანია JPM Strategic Solutions-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით, ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა თითქმის 7%-ით არის გაზრდილი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ინტერვიუს დროს დამატებითი კითხვების საფუძველზე გაირკვა, თუ რომელი პარტიისკენ იხრებიან ის ამომრჩევლები, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვის მისცემენ არჩევნებში ხმას. აღნიშნული მონაცემები ასეთია: "ქართული ოცნება" - 42,4%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 18,8%. "თავისუფალი დემოკრატები" - 5,8% , "პატრიოტთა ალიანსი" 5,4%-ს, ხოლო ლეიბორისტული პარტია 4,5%-ს მიიღებს. რაც შეეხება "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" და "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას", ორივე მათგანს თანაბარი - 3,2% აქვს. ბევრად არ იცვლება სხვა პარტიების მონაცემები. გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა 13,6%-მა კი არ ისურვა საუბარი, რომელი ძალისკენ იხრება მათი სიმპათიები.

სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით კომპანია "JPM Strategic Solutions"-მა საქართველოს მასშტაბით 16-დან 24 სექტემბრის ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1187 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევის საველე სამუშაოები "გორბიმ" ჩაატარა.