"ქართულ ოცნება" - 32,7%, "ნაციონალურ მოძრაობა" - 12,8% - JPM Strategic Solutions-ის კვლევა - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნება" - 32,7%, "ნაციონალურ მოძრაობა" - 12,8% - JPM Strategic Solutions-ის კვლევა

ტელეკომპანია "იმედმა" სოციოლოგიური კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვთ "ქართულ ოცნებას" და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32,7 % "ქართულ ოცნებას" ასახელებს, ხოლო 12,8% - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". 3% - "თავისუფალ დემოკრატებს", ხოლო "ლეიბორისტულ პარტიას" - 2,9%.

კვლევის თანახმად, 2,2% "პატრიოტთა ალიანსს" ერგო, "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" – 2,1%, თუმცა, კვლევა ბლოკიდან "გირჩის" გასვლამდე ჩატარდა, შესაბამისად, აღნიშნული შედეგიც ბლოკმა "გირჩის" გასვლამდე მიიღო.

"ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიულ მოძრაობას" - 1,7% "რესპუბლიკურ პარტიას" - 0,7%, "მრეწველებს" - 0,3%, "ეროვნულ ფორუმს" - 0,2% ,სხვა პარტიებს კი - 0,1%.

რაც შეეხება იმ ამომრჩევლებს, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ან უარს ამბობს პასუხზე, მათი რაოდენობა 41,3%-ია.

სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით კომპანია JPM Strategic Solutions-მა საქართველოს მასშტაბით 16-დან 24 სექტემბრის ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1187 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევის საველე სამუშაოები "გორბიმ" ჩაატარა.

ტელეკომპანია "იმედმა" პირველი სოციოლოგიური კვლევა 2 სექტემბერს გამოაქვეყნა. ამ ხნის მანძილზე გაიზარდა ხმის მიცემის მსურველთა რიცხვი. თუ წინა კვლევით არჩევნებზე მისვლას 58% აპირებდა, ამჯერად ეს მაჩვენებელი 3%-ით გაიზარდა და 61%-ს შეადგენს. საარჩევნო სუბიექტთა რეიტინგებიც სწორედ არჩევნებზე მიმსვლელთა რაოდენობიდან გამოითვალა.