"რომელი სუფთა ხელებით მოდიან? ისევ სისხლში აქვთ ხელები" - რატომ იკამათეს სანდრა რულოვსმა და ია მეტრეველმა - კვირის პალიტრა

"რომელი სუფთა ხელებით მოდიან? ისევ სისხლში აქვთ ხელები" - რატომ იკამათეს სანდრა რულოვსმა და ია მეტრეველმა

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სანდრა რულოვსის შეხვედრა სენაკის მოსახლეობასთან ხმაურით დაიწყო. მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სენკაში დაგეგმილ შეხვედრაზე მივიდა და სანდრა რულოვსს პირადად გაესაუბრა, რასაც შეკრებილების შეძახილები მოჰყვა.

"მე მინდოდა თვალებში ჩაეხედა ჩემთვის და ეთქვა რულოვსს, როგორც მის მეუღლეს ჩახედა თვალებში, რომ საქართველოში სისხლისღვრა აღარ იქნება, აღარ გააუპატიურებენ ხალხს, აღარ გაჟუჟავენ გასამრავლებელ ბიჭებს. რომელი სუფთა ხელებით მოდიან? ისევ სისხლში აქვთ ხელები", - განაცხადა ია მეტრეველმა.

სანდრა რულოვსის თქმით კი, ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა მეტრეველის ბრალდებების ადრესატი თავად არ არის და ეს საკითხი მასთან კავშირში არაა.