"მიშამ ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნოს და სანდრასაც ააფეთქებს!" - კვირის პალიტრა

"მიშამ ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნოს და სანდრასაც ააფეთქებს!"

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოების ყურადღება ზუგდიდისკენ იყო მიპყრობილი, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატს, ედიშერ თოლორაიას ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ("ნაციონალური მოძრაობიდან") დაუპირისპირდა. არჩევნების პირველი ტური საინტერესო შედეგით დასრულდა - ედიშერ თოლორაიამ სანდრა რულოვსს 307 ხმით აჯობა. სანდრა რულოვსმა, ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ, ეს მარცხი "ტყის ძმების" ყოფილი მეთაურის, დათო შენგელიას აქტიურობას მიაწერეს.

"ენგურის ხიდსა და ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ფიჩორის გადმოსასვლელთან დევნილებს უცნობი პირები ხვდებოდნენ, რომლებიც მოსყიდვისა და ე.წ. სომხური კარუსელის გამოყენებით არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდნენ. ყოფილ საკონსერვო ქარხანასთან კი, ამჟამინდელ თხილის ქარხანაში, შეიარაღებული ფორმირება "ტყის ძმების" ყოფილ ხელმძღვანელს, დათო შენგელიას მობილიზებული ჰყავდა მიკროავტობუსები იძულებით გადაადგილებული პირების გადმოსაყვანად", - განაცხადა დამენიამ. რა უპასუხა ამ ბრალდებებს თავად დათო შენგელიამ და რას აპირებს ის არჩევნების მეორე ტურისთვის, ამასთან დაკავშირებით დათო შენგელია "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

იხილეთ ასევე: "მათი შემდეგი სამიზნე სანდრა რულოვსი, დავით ბაქრაძე და გიგი წერეთელი არიან" - ვინ დაგეგმა თარგამაძის მანქანის აფეთქება?!

- მალე არჩევნების მეორე ტური გაიმართება ზუგდიდში, იქ ჩასვლას ისევ არ აპირებთ?

- ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს სატანები არ მოვიდნენ ხელისუფლებაში და "ოცნების" ხალხმა გაიმარჯვოს. წინასწარ ვაცხადებ - ძალადობა გამორიცხულია, საერთოდ, თუკი სადმე ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა, ყველგან "ნაციონალური მოძრაობის" პროვოცირებული იყო. ისინი ამ ამბავში პროფესორები არიან. უკვე ნამდვილად მორჩა მაგათი პარპაში!

სჯობია, თვით "ნაციონალებმაც" კარგად გააანალიზონ და გაიგონ, მიშა მხოლოდ გივი თარგამაძეს კი არ გაწირავს, თუ დასჭირდა, თვით სანდრასაც ააფეთქებს! იმას ვერ ვხვდები, რატომ ვაძლევთ ამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს იმის უფლებას, მხარდამჭერებს საქართველოში არეულობისკენ მოუწოდოს?! ხომ აშკარაა, რომ მას ყველაფერი ფეხზე ჰკიდია და ამიტომაც არის, რომ ყველაფერზე მიდის.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია