არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება - კვირის პალიტრა

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

ცესკო-მ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა. ცესკო-ში ამ წუთებში კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ.

ცესკო-ს წევრებმა კენჭი უყარეს განკარგულებას, რომლის თანახმად, არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს დაინიშნა. მეორე ტური 48 მაჟორიტარულ ოლქში დაინიშნა, რადგან ორ ოლქში განმეორებითი კენჭისყრაა დაგეგმილი. განმეორებითი კენჭისყრა 22 ოქტომბერს დაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"