ვინ გახდება უშიშროების საბჭოს მდივანი?! - კვირის პალიტრა

ვინ გახდება უშიშროების საბჭოს მდივანი?!

უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა შესაძლოა დავით რაქვიაშვილმა დაიკავოს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, პრეზიდენტს აღნიშნულ პოსტზე სწორედ რაქვიაშვილის დანიშვნის გადაწყვეტილება აქვს მიღებული.

დავით რაქვიაშვილი მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში რეინტაგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო.

პრეზიდენტი 15:00 საათზე განცხადების გაკეთებას გეგმავს. გიორგი მარგველაშვილი სავარაუდოდ სწორედ ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს წარადგენს.