უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი დაინიშნა - კვირის პალიტრა

უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე დავით რაქვიაშვილი დანიშნა.

რაქვიაშვილი პრეზიდენტმა მედიას რამდენიმე წუთის წინ პირადად წარუდგინა.

დავით რაქვიაშვილი 1968 წელს არის დაბადებული. ის მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში, 2010 წელს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო.

უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პრეზიდენტმა ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა.

"ინტერპრესნიუსი"