ე.წ.სამხრეთ ოსეთის „თავდაცვის მინისტრი“ - ოსი სამხედროები რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობაში იმსახურებენ - კვირის პალიტრა

ე.წ.სამხრეთ ოსეთის „თავდაცვის მინისტრი“ - ოსი სამხედროები რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობაში იმსახურებენ

"წლის ბოლომდე მოსკოვი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტულ რეჟიმთან ხელს მოაწერს შეთანხმებას, რომელიც უფლებას მისცემს ოს სამხედროებს რუსეთის არმიაში იმსახურონ", - ამის შესახებ რუსულ სააგენტო „ტასს“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასეევმა განუცხადა.

მისი თქმით, „ოსი სამხედროები, კონტრაქტის საფუძველზე მსახურებას სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული მეოთხე რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობაში“ შეძლებენ.

გასიევის ცნობით, შეთანხმების ფარგლებში განხორციელდება „სამხრეთ ოსეთის თავდაცვითი ინფრასტრუქტურის მოდერნიზება“ და ადგილობრივი “შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“.

"ინტერპრესნიუსი"