" საქართველო თავად გაერკვევა იმ მიღწევებში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა" - რატომ ჩამოვიდა იუშჩენკო? - კვირის პალიტრა

" საქართველო თავად გაერკვევა იმ მიღწევებში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა" - რატომ ჩამოვიდა იუშჩენკო?

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იუშჩენკო საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ყოფილი პრეზიდენტი გავრცელებულ ინფორმაციებზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ არ სურს კომენტარი გააკეთოს ისეთ საკითხებზე, რომლის შესახებაც ყველაფერი არ იცის.

”არ მინდა კომენტირება გავრცელებული ხმების და განცხადებების, რომლებთანაც შეხება არ მაქვს. ჩემთვის მტკივნეულია, რომ დღეს საქართველოსა და უკრაინას, ფაქტობრივად, ურთიერთობა არ აქვთ. ჩემი აზრით, არ არსებობს ორმხრივი გეგმა, თუ როგორ ვხედავთ ურთიერთობას დღეს და ხვალ, როგორი უნდა იყოს მისი განვითარება. ვფიქრობ, საქართველო და ქართველი თავად გაერკვევა ქვეყნის იმ მიღწევებში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა. ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი თავის ადგილას დადგება. როცა ჩვენ გავიღვიძებთ, დღის წესრიგში ისევ დადგება ის საკითხები, რომელიც ახლა აკლია ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობას, ეს არის მუდმივი კავშირები”, - განაცხადა იუშჩენკომ.