წვრთნები, რომელიც "რუსეთის შეკავების" პოლიტიკის ნაწილია და კრემლის საგარეო უწყების საპროტესტო განცხადება - კვირის პალიტრა

წვრთნები, რომელიც "რუსეთის შეკავების" პოლიტიკის ნაწილია და კრემლის საგარეო უწყების საპროტესტო განცხადება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი მსგავს აქტიურობაში ხედავს სერიოზულ საფრთხეს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის.

„ყურადღებას ვაქცევთ ნატო-საქართველოს მორიგ სამხედრო წვრთნებს, რომელშიც მონაწილეობას იღებს 250-ზე მეტი სამხედრო 13 ქვეყნიდან. წელს ეს უკვე მესამე მსგავსი სამხედრო წვრთნაა საქართველოს ტერიტორიაზე. ადგილი აქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-ს სტანდარტებით ინტენსიურ ოპერატიულ მომზადებას ალიანსის სამეთაურო-საშტაბო სტრუქტურების აქტიური ჩართულობით.

რუსეთი მსგავს აქტიურობაში ხედავს სერიოზულ საფრთხეს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. თავიანთ შეშფოთებაზე არაერთხელ განუცხადებიათ საქართველოს სხვა მეზობლებს - აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. ყველას გვახსოვს, თუ დაპირებამ ნატო-ს წევრობაზე ბუქარესტის სამიტზე როგორ უბიძგა საქართველოს დანაშაულებრივი თავდასხმისკენ რუსეთის სამშვიდობო ძალებზე და ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობაზე 2008 წლის აგვისტოში.

ნატო-ში არ მალავენ, რომ ამჟამინდელი სამხედრო პარტნიორობა თბილისთან განიხილება როგორც რუსეთის „შეკავების“ პოლიტიკის ნაწილი. ის როლი, რომელსაც საქართველო თამაშობს ამ კონტექსტში, ართულებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"