მე-9 მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების ვინაობა ცნობილია - კვირის პალიტრა

მე-9 მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების ვინაობა ცნობილია

მე-9 მოწვევის პარლამენტმა პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია. პარლამენტის წევრებმა კენჭი უყარეს ვიცე-სპიკერებსაც და კომიტეტის თავმჯდომარეებსაც.

ფარული კენჭისყრით შემდეგი ვიცე სპიკერების არჩევა მოხდა: გიორგი ვოლსკი (129 - მომხრე, 3 - წინააღმდეგი); ზვიად ძიძიგური (129 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი); ილია ნაკაშიძე (131 ხმით, ერთხმად); ირმა ინაშვილი (106 - მომხრე, 24 - წინააღმდეგი); სერგი კაპანაძე (94 - მომხრე, 15 - წინააღმდეგი).

მანამდე პარლამენტმა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი დაამტკიცა (120 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი).

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შეთავაზებული თავმჯდომარეობის კანდიდატები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ერთხმად დაამტკიცეს - ირაკლი სესიაშვილის, ეკა ბესელიასა და გიორგი კახიანის გარდა, რომელთა წინააღმდეგაც დაფიქსირდა ხმა. კომიტეტების თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებს კენჭისყრაზე ხმა ერთსულოვნად მისცეს.

საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის თანამდებობა შემდეგმა დეპუტატებმა დაიკავეს:

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ოთარ დანელია;

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში;

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - კახა კუჭავა;

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - რომან კაკულია;

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზვიად კვაჭანტირაძე;

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა;

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი სესიაშვილი;

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია;

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი ლილუაშვილი;

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო ქაცარავა;

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი კახიანი;

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი კოვზანაძე;

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე;

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო კილაძე;

სპორტისა და ახალგაზადულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ ყაველაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"