ვინ გაუშვა კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტიდან და ვინ - დააბრუნა?! - კვირის პალიტრა

ვინ გაუშვა კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტიდან და ვინ - დააბრუნა?!

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პოლიტიკურ ეშელონებში ყველაზე დიდ ინტერესს მომავალი მინისტრთა კაბინეტი იწვევდა. ისმებოდა კითხვა, რომელი მინისტრი შეინარჩუნებდა თანამდებობაა და რომელი დატოვებდა პოსტს. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის დროზე დაანონსა სამთავრობო ცვლილებები, თუმცა კონკრეტული უწყება და მინისტრი არ დაუსახელებია. პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საკუთარი მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უკვე დაასახელა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეკონომიკის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეცვალა, ამ უკანასკნელის ადგილი კი დაიკავა გიორგი გახარიამ, რომელიც "ქართული ოცნების" სიით პარლამენტში შევიდა. აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი ახალ მინისტრთა კაბინეტშიც შეინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

პრემიერმა ნოდარ ხადურს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

კულუარული ინფორმაციითვე, წინასწარ იყო ცნობილი, რომ თანამდებობას დატოვებდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც კულუარულივე ინფორმაციითვე, მას მერე, რაც გენერალური აუდიტორის პოსტზე ლაშა თორდიას ვადა ამოეწურება, ამ თანამდებობას დაიკავებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე პრემიერმა ზურაბ ალავიძე წარადგინა.

მთავრობაში დაბრუნდა კახა კალაძე, რომლიც დაიკავებს როგორც ენერგეტიკის მინისტრის, ასევე ვიცე-პრემიერის პოსტს.

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა დაიკავა „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა, ვიქტორ დოლიძემ. მოგეხსენებათ, მისი წინამორბედი დავით ბაქრაძე აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

გაუქმდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და უწყება დაექვემდებარება საგარეო საქმეთა სამინისტროს, შესაბამისად, მინისტრის სავარძელი დაკარგა გელა დუმბაძემ.

თანამდებობები შეინარჩუნეს ძალოვანი სამინისტროების პირველმა პირებმა, ასევე იუსტიციის, ლტოლვითა და განსახლების, ჯანდაცვის, განათლების, საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრებმა.