"ვოცნებობ ახალ "კომბლეზე", რომელსაც ზღაპრის დასაწყისში ორასი ცხვარი ჰყავს, დასასრულს კი - 220" - კვირის პალიტრა

"ვოცნებობ ახალ "კომბლეზე", რომელსაც ზღაპრის დასაწყისში ორასი ცხვარი ჰყავს, დასასრულს კი - 220"

"კომბლე" იქნება, "ნაცარქექია" თუ "რწყილი და ჭიანჭველა", განვითარება აუცილებელია"

"...ამ პრინციპით მინისტრებიც შემიძლია გამოცდებზე ჩავჭრა"

რა ტიპის რეფორმებს გვპირდება,  უნდა წავაკითხოთ თუ არა ახალ თაობას ქართული ზღაპარი "კომბლე" და როდის წარუდგენს პარლამენტს ცვლილებებს, გაზეთ "კვირის პალიტრას" განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტრევიუდან:

- სრული სახელისუფლებო ციკლის ჩამთავ-რებამდე ხელშეუხებლობის გარანტია მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ თქვენ გაქვთ, თუ ასეთი პრივილეგიებით სხვებიც სარგებლობენ?

- პრემიერის მხარდაჭერა რომ დავკარგო, ხვალვე წავალ. რეფორმები ჩემი კი არა, პრემიერის გეგმის- ნაწილია. ჩემი მოსვლა პრემიერის ფაქტორმა და მასთან მრავალწლიანმა ურთიერთობამ განაპირობა. მანამდე მსგავსი შემოთავაზება 13-ჯერ მივიღე,- თუმცა უარს ვამბობდი. რაც შეეხება მინისტრთა ახალ კაბინეტს, არსებული გადაჯგუფებით კმაყოფილი ვარ.

- თუ ისეთივე მკვეთრი რეაქცია მოჰყვა- თქვენს საჯარო განცხადებებს, როგორც ეს "კომბლეს" შემთხვევაში ვიხილეთ, თანამდებობის დიდი ხნით შენარჩუნებას მაინც მოახერხებთ?

- როდესაც ადამიანს რამდენიმე წლის განმავლობაში ეუბნებიან, რომ ლურჯი ტანსაცმელი უხდება, ერთ მშვენიერ დღესაც კი ვინმე ეტყვის, რომ ეს ფერი სულ არ უხდება, მისი პირველი რეა-ქცია აუცილებლად ნეგატიური იქნება. დღეს საზოგადოებაში ტაბუირებული საკი-თხებია - გვიყვარს ჩვენი კულტურა, ასეთებს შორის მეც ვარ, "ვეფხისტყაოსანს", პრაქტიკულად, ყოველდღე ვკითხულობ.

- ლევან ბერძენიშვილის პროგნოზით, "კომბლეს" შემდეგ "ვეფხისტყაოსანს" დაიწუნებთ...

- მადლობა ღმერთს, ლევან ბერძენიშვილმა რაც თქვა, გადამწყვეტი არ გახლავთ.- ბერძენიშვილს ან ვინმეს თუ ჰგონია, რომ მას რაც უყვარს, ის უნდა მივაწოდოთ ახალგაზრდა თაობას, მცდარ აზრზეა. თუ განათლების საკითხი ამ მიდგომით განისაზღვრა, დაღუპული ვყოფილვართ. საზოგადოებამ თავის გმირებს განვითარების თვალსაზრისით უნდა შეხედოს.

მე ვოცნებობ ახალ "კომბლეზე", რომელსაც ზღაპრის დასაწყისში ორასი ცხვარი ჰყავს, დასასრულს კი- 220, მთელი დღე კომბლებს კი არ თლის, რამდენიმე კომბალი აქვს, შრომობს და ცხვარს უვლის. თუ მისი ცხვარი დაიკარგა, კომბლით კი არ მოაგვარებს საკითხს, მგელი იქნება თუ ცხვარი, დაელაპარაკება - დაანებე ამ ჩემს ცხვარს თავი და თუ გშია, მოდი და გაჭმევო. ეს არის 21-ე საუკუნის მიდგომა. "კომბლე" იქნება, "ნაცარქექია" თუ "რწყილი და ჭიანჭველა", განვითარება აუცილებელია და პრობლემების მიზეზიც უნდა დავინახოთ.

საზოგადოება წუხს, რომ მათი შვილები წიგნებს არ კითხულობენ. უკაცრავად, რომელიმე ზღაპრის გმირი კითხულობს წიგნებს, რომ ბავშვმაც იფიქროს, აი, ჩემი გმირი კითხულობს და მეც მივბაძავო. ან რომელი შრომობს მუხლჩაუხრელად?-

ჩვენ გვჭირდება ზღაპრის გმირი, რომელიც სახლს სხვას კი არ ართმევს, მიზანს საკუთარი შრომით აღწევს და თუ სხვას ხელის გამართვა დასჭირდება, უანგაროდ დაეხმარება. საზოგადოებამ თავისი- გმირები, მათ შორის ლიტერატურული, იმ საჭიროებებთან უნდა დააკავშიროს, რის წინაშეც დღეს ვდგავართ. დღეს განსხვავებული საჭირ-ოებებია, ვიდრე ორასი და სამასი წლის წინ ერს ჰქონდა.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, სეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "უკან ვიხევ აუცილებლად"