"ეს კახპები პოროშენკოს გარემოცვიდან არიან" - სააკაშვილი უკრაინელ ჟურნალისტებს გამოერია - კვირის პალიტრა

"ეს კახპები პოროშენკოს გარემოცვიდან არიან" - სააკაშვილი უკრაინელ ჟურნალისტებს გამოერია

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა და ოპოზიციურ ფლანგზე გააქტიურდა, უკვე ტრადიციულ სახეს იღებს მისი ჟურნალისტებთან დაპირისპირება. მათ შორის "იმედის" ჟურნალისტი ყველაზე იოლად გადარჩა, როემლსაც გამოუცხადა, რომ ის ოლიგარქების ტელევიზიებს ინტერვიუს არ აძლევს. მანამდე უკრაინელ ჟურნალისტს მოსყიდული უწოდა იმის გამო, რომ მან სააკაშვილის მისი გუბერნატორობისას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებულ პრობლემაზე ჰკითხა.

სააკაშვილი ყოველგავრ ზღვარს გადავიდა, როდესაც ჟურნალისტებთან მორიგი შეხვედრისას, ერთ-ერთმა მათგანმა ჰკითხა, კიევში სააკაშვილის თავკაცობით გამართულ მიტინგზე ვისი ფინანსებით მიიყვანეს ხალხი, რომელთაგან ზოგმა ისიც არ იცოდა იქ რა უნდოდაო. "თქვენ ამბობთ, რომ ადამიანებმა არ იციან, აქ რატომ მოვიდნენ? რას ამბობთ. ეს პროვოკაციები ბებიათქვენს მოუწყვეთ. ეს კახპები პოროშენკოს გარემოცვიდან არიან", - მიმართა სააკაშვილმა ჟურნალისტს, რომელსაც მოგვიანებით მოსყიდულიც უწოდა, ხოლო როცა ამ უკანსკნელმა უთხრა, თუ ასე ადვილად ვიყიდები, შენც მომისყიდეო, - სააკაშვილმა უპასუხა: "ის ფული, რომლითაც თქვენ გიყიდეს ბინძური ფულია, მე კი ფული საერთოდ არ მაქვს. ამიტომ თქვენთან ლაპარაკს აღარ გავაგრძელებ".

ბოლო ხანს სააკაშვილი "ფეისბუკში" ბევრს ჩივის იმაზე, რომ მას ტელევიზიები აღარ იწვევენ.

„ყველა არხზე დაგვბლოკეს, მაგრამ "ფეისბუკს" ვერ დაგვიბლოკავენ. ბოლო კვირაში ჩვენი პოსტები 5 მილიონზე მეტმა უკრაინელმა ნახა, ჩვენი გამომწერები კი იზრდება“.

„მადლობა მინდა გადავუხადო იმ რამდენიმე არხს, რომელიც არ შეუშინდა ემბარგოს, რასაც ჩვენი გაშუქების გამო აკისრებენ სატელევიზიო არხებს. რაც მეტი ოლიგარქი გადაწყვეტს ჩვენს დაბლოკვას, მით უფრო ძერები ვიქნებით და ასე მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე“ - ვკითხულობთ მის პირად გვერდზე.

იხილეთ ვიდეო