"ამ ყველაფრის მიღმა მთავარი საკითხი იმალებოდა - მიხეილ სააკაშვილის პარტიისგან დისტანცირება" - კვირის პალიტრა

"ამ ყველაფრის მიღმა მთავარი საკითხი იმალებოდა - მიხეილ სააკაშვილის პარტიისგან დისტანცირება"

ყრილობა ორი ათასის ნაცვლად, შვიდი ათასი დელეგატის ჩართულობით ჩატარდება, ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი კი დღის წესრიგიდან მოიხსნა - ასეთია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის ორ ფლანგს შორის დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

ამ საკითხე სტატია გაზეთმა "კვირის პალიტრამ" მოაზადა, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

ნუგზარ წიკლაური:

- "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი, ჩემი აზრით, არადემოკრატიულ პროცესს გვთავაზობდა, როდესაც ყრილობის ჩატარებას ორი ათასი დელეგატის ფარგლებში ცდილობდა. თუმცა ამ ყველაფრის მიღმა მთავარი საკითხი იმალებოდა - მიხეილ სააკაშვილის პარტიისგან დისტანცირება. მე და კიდევ არაერთ თანაგუნდელს საკითხის ასე დაყენება მიუღებლად მიგვაჩნია - მართალია, მიხეილ სააკაშვილს არა აქვს კანონიერად პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავების უფლება, თუმცა ის სიმბოლურად უნდა დარჩენილიყო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ. მსგავსი სურვილი ბოლო ოთხი წელია ივანიშვილს აქვს - არაერთხელ უთქვამთ ჩვენთვის, პროკურატურა მაშინ დაგანებებთ თავს, თუ სააკაშვილს პარტიიდან გარიყავთო.

- მიანიშნებთ, რომ გიგა ბოკერია ივანიშვილის მითითებებს ასრულებს?

- გიგა ბოკერია დღემდე ფიქრობს, რომ თუ სააკაშვილი პარტიიდან გაირიყება, პარტია ე. წ. შუაშისტ ამომრჩევლებს მოიზიდავს. მე კი ვფიქრობ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება "ნაცმოძრაობის" ელექტორალური თვითმკვლელობა იქნებოდა. მიხარია, რომ ჩვენმა პოზიციამ გაიმარჯვა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მორალურადაც გაუმართლებელი იქნებოდა პარტიიდან გაგვერიყა ადამიანი, რომელმაც შექმნა ეს პარტია და რომელთანაც სწორედ ის ცხრა წელი ასოცირდება, რომელსაც მე წარმატების წლებად მივიჩნევ.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: ნუგზარ წიკლაური: "გიგა ბოკერია დღემდე ფიქრობს, თუ სააკაშვილი პარტიიდან გაირიყება, პარტია ე. წ. შუაშისტ ამომრჩევლებს მოიზიდავს"