Reuters-ი - ევროკავშირი მალე საშუალებას მისცემს უკრაინელებსა და ქართველებს, უვიზოდ ეწვიონ ევროკავშირს - კვირის პალიტრა

Reuters-ი - ევროკავშირი მალე საშუალებას მისცემს უკრაინელებსა და ქართველებს, უვიზოდ ეწვიონ ევროკავშირს

ევროკავშირი მალე საშუალებას მისცემს უკრაინელებსა და ქართველებს, უვიზოდ ეწვიონ ევროკავშირს მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა შეთანხმებას მიაღწიეს შეჩერების მექანიზმზე, რაც აქამდე აფერხებდა აღნიშნულ პროცედურას, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

სააგენტო ხაზს უსვამს, რომ "გუშინ ღამით გამართულ მოლაპარაკებებზე, რომლებშიც მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპარლამენტი, მიაღწიეს კომპრომისს იმ მექანიზმის პირობებზე, რომელიც შეაჩერებს უვიზო რეჟიმს განსაკუთრებული გარემოებების დადგომისას".

შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება მიღწეულია. "ასე რომ, შემდეგ კვირას ჩვენ შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ უვიზო რეჟიმის საკითხს ქართველებისა და უკრაინელებისთვის", - ამის შესახებ სოციალური ქსელი "ტვიტერის" პირად გვერდზე ევროპარლამენტის წევრმა, ჰოლანდიელმა დეპუტატმა კატი პირიმ დაწერა.

"ინტერპრესნიუსი"