"ახლა უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო ნაბიჯების ჯერია" - რას წერს ტუსკი ქართულად? - კვირის პალიტრა

"ახლა უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო ნაბიჯების ჯერია" - რას წერს ტუსკი ქართულად?

ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა და

სოციალურ ქსელ "ტვიტერის" პირად გვერდზე ქართულ ენაზე დაწერა:

"შედეგი თითქმის მიღწეულია. შეჩერების მექანიზმის განხილვა დასრულდა. ახლა უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო ნაბიჯების ჯერია", - წერს დონალდ ტუსკი.