"ლიბერალური გლობალიზაციის პროექტი ჩავარდა" - ექსკლუზივი
"ლიბერალური გლობალიზაციის პროექტი ჩავარდა" - ექსკლუზივი
26-12-2016
2012 წლის ოქტომბრის არჩევნებისას მოვლენები სწორედ იმ სცენარით განვითარდა, რაც შემდეგ ეტაპებზე დანარჩენ მსოფლიოში ვიხილეთ

"ნაცმოძრაობას" ან "ნაცმოძრაობის" ტიპის წარმონაქმნებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ სახარებისეულ ფრაზას ვიტყვი: "დაე, მკვდრებმა დამარხონ თავიანთი მკვდრები!"


2016 წელს მსოფლიომ რადიკალური ცვლილებები განიცადა, რაც საქართვ­ელოზეც­ აისახა. რა ახალ შანსს აჩენს ჩვენთვის­ აღნიშნული ცვლილებები და საით მიისწრაფვის ქართველი საზოგადოება?! ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ფილოს­ოფოსი ზაზა შათირიშვილი გვესაუბრა. ბატონი­ ზაზა მედიას მაინცდამაინც არ სწყალობს - ბოლო წლების განმავლობაში­ ინტერვიუ არც ერთი მედიასაშუალებისთვის­ არ მიუცია,­ "კვირის პალიტრას" კი ექსკლ­უზიურად ესაუბრა და ისიც დაამატა, რომ ამიერიდან კიდევ კარგა ხანს არ აპირებს პრესის ფურცლებზე გამოჩენას... მაშ, ასე, ზაზა შათირიშვილი წლის მნიშვნელოვან მოვლენებსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება:

- 2016 წელს რამდენიმე ისტორიული ფაქტი მოხდა, რომელთა გადაუჭარბებლად შეფასება ძალიან რთულია. მათ შორის არის კუბაზე რომის პაპ ფრანცი­სკესა და რუსეთის პატრიარქ კირილის შეხვედრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეიძლება ითქვას, რომ მართლმადიდებლობას და კათოლიციზმს შორის რა გაუცხოებაც იყო, რამდენიმეპუნქტიანი კომუნიკეს მიღებით მოიხსნა... საერთო -მორალური ღირებულებები, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა და მსგავსი საკითხები წინა პლანზე წამოვიდა. ასევე, 2016 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების დევნა, რამაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და ამ საკითხზე ყველა სხვაგვარად დააფიქრა... ასევე, იყო Brexit-ი - ბრიტანული­ რეფერენდუმი, რომელმაც, ფაქტობრივად, დაგვანახა, რომ ხალხისა და პოლიტიკური ელიტის მიზნები სხვადასხვაა და ერთმანეთს არ ემთხვევა. სულ ბოლოს აშშ-ის არჩევ­ნები უნდა აღვნი­შნოთ, სადაც ასევე გამოჩნდა, რომ საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა­ ერთმანეთს სრულიად ასცდნენ. შეიძლება ითქვას, რომ წლის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი მოვლენა დონალდ ტრამპის გამარჯვებაა.

- 2016 წელს თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობაც საინტერესო იყო, რომელიც განსხვავებულ ფაზებს მოიცავდა...

- დიახ, ამ და სხვა მსგავსმა მომენტებმა­ დაგვანახეს, რომ სამყარო გახდა უფრო მრავალფეროვანი, ვიდრე ის ბოლო 20-25 წლის მანძილზე იყო. ფაქტობრივად, ლიბერალური გლობალიზაციის პროექტი ჩავარდა.
სამყარო ისეთი აღმოჩნდა, რომ შეუძლებელი იყო ერთი არტახით შეკვრა ყველაფრის - ტრადიციების, კულტურის, ინტერესების...

- და მთავარი შეკითხვა: სად არის საქართველოს ადგილი ამ პროცესებში და რა გავლენას მოახდენს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე?

- საქართველო მსოფლიოს ნაწილია და მიმდინარე პროცესები მასზეც აისახება. რა გველის? ამას რომ ვუპასუხოთ, კიდევ ერთხელ უნდა გავაანალიზოთ, რა მოხდა. საქმე ის არის, რომ ამ 25 წლის განმავლობაში ვაკეთებდით არჩევანს და ვსვამ­დით საკითხს ასე: დასავლეთი თუ აღმოსავლეთი?! ჩრდილოეთი თუ სამხრეთი?! აღმოჩნდა, რომ დაპირისპირება სინამდვილეში დასავლეთსა და აღმოსავლეთს ან სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის კი არა, გლობალიზაციის პროექტსა და სულიერ ღირებულებებს შორის იყო.

გლობალიზაციის პროექტი მატერიალურ ღირებულებებზე გახლდათ ორიენტირებული, ეს კი რაღაცით წააგავდა მარქსისტულ მოძღვრებას, რომლის მიხედვითაც, მთავარია ეკონომიკა, მატერიალური ღირებულებები და სხვა დანარჩენი მხოლოდ ზედნაშენს წარმოადგენს, ე.ი. მეორეხარისხოვანია სულიერი და კულტურული ფასეულობები. თუ ჩვენ ამერიკის არჩევნებს
You must have Flash Player installed in order to see this player.
კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ დონალდ ტრამპს ხმა როგორც ევანგელისტი ქრისტიანების, ასევე, კათოლიკეების ისეთმა რაოდენობამ მისცა, რამდენიც არც ერთ პრეზიდენტს არ მიუღია.
ფაქტობრივად, ვნახეთ დაპირისპირება ქრისტიანულ ამერიკას და ე.წ. ლიბერალურ პროექტებს შორის და სწორედ ქრისტიანულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა.
რაც უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოში მსგავსი პროცესები წინსწრებით მოხდა. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებისას მოვლენები სწორედ იმ სცენარით განვითარდა, რაც შემდეგ ეტაპებზე დანარჩენ მსოფლიოში ვიხილეთ. რაც მთავარია, აღმოჩნდა, რომ ამერიკელი ხალხის უდიდესი ნაწილიც ისე აზროვნებს, როგორც ქართველი ხალხი.

საქმე ის არის, რომ ჩვენ ვიცხოვრეთ მარქსისტულ პარადიგმაში... მარქსსაც ჰქონდა არაჩვეულებრივად ზუსტი ინტუიცია, რასაც ახალი ფენომენალური იდეოლოგიის აღმოჩენა მოჰყვა, თუმცა მისი ძირითადი დოგმები მცდარი აღმოჩნდა. ლიბერალურმა პარადიგმამ კი მარქსიზმისგან ბევრი რამ აიღო. ლიბერალურ გლობალიზმში ხდებოდა მრავალფეროვნებისა და განსხვავებულების იგნორირება. მაგალითად, "ბრექსიტმა" აჩვენა, რომ არსებობს ბრიტანელი ხალხი, რომელსაც აქვს თავისი იდენტობა და ის განსხვავებულია პოლიტიკოსების მიერ თავს მოხვეული საერთომიზნიანი პროექტისგან...

ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში არაფერი ხდება ისეთი, რაც დასავლეთსა და ახლო აღმოსავლეთში არ ხდება. ლიბერალური გლობალიზაციის მთავარი დოგმა რა არის?! ეს არის - "მე", "მეს" სიამოვნება, "ეგოს" წინ დაყენება და მისი თაყვანისცემა. ე.წ. ლიბერალები გვეუბნებიან: "ჩემთვის ჭეშმარიტია ჩემი სურვილი, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს!" ნებისმიერი ტრადიციული და სულიერი ფაქტორი კი საპირისპიროს ქადაგებს, კერძოდ იმას, რომ არ უნდა ხდებოდეს სურვილების მონობა. ამ შემთხვევაში თავისუფლების იდეალი სწორედ სულიერ გათავისუფლებასთან არის დაკავშირებული, რაც საკუთარი სურვილებისგან, ე.ი. "ეგოსგან" გათავისუფლებასთან ასოცირდება. ეგოიზმის გადალახვა ყველა სულიერი მოძღვრების და ტრადიციის მთავარი ღერძია... პროგრესს კი აქვს თავისი სახე, რომლის კონიუნქტურაც იცვლება. რაც გუშინ პროგრესულად ითვლებოდა, დღეს, შესაძლოა, გაქრეს. დღეს წინ წამოიწია თემამ, რომ ადამიანის უფლებებზე მაღლა დგას ადამიანი, როგორც სულიერი არსება, რომელსაც აქვს უკვდავი სული, ასე რომ, როცა მსოფლიოში ასეთი პროცესები მიმდინარეობს, იქ საქართველოს ადგილი დაკარგუ­ლი კი არ არის, პირიქით - ჩვენს ქვეყანას შანსი უჩნდება, რომ ბევრი რამ სათავისოდ და სასიკეთოდ გამოიყენოს გონიერი და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების დახმარებით...

- მსოფლიო მოვლენების ფონზე 2016 წელი საქართველოსთვის მშვიდობიანი იყო... ეს რით იყო განპირობებული?

- მშვიდობაც ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, რაც მოხდა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ისეთი ამბები გადავიტანეთ, როგორც იტყვიან, ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზე, თორემ სხვა ყველაფერი მოხდა...

2016 წელი მშვიდობიანი აღმოჩნდა იმიტომ, რომ ქართველი საზოგადოება ერთ-ერთი პირველი დაუპირისპირდა ზემოთ ხსე­ნებულ ანტიქრისტიანულ, ლიბერალურ­ პროექტს... ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ბოლო პერიოდშიც პრეზიდენტი სააკაშვილი ყოფილიყო. რა მოხდებოდა?! კაცმა 2013 წელს განაცხადა, რუსეთთან დაპირისპირება თუ მოიხსნება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს აღარავითარი ფუნქცია აღარ ექნებაო.
სააკაშვილი რომ ისევ პრეზიდენტი ყოფილიყო, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნებოდა.
ჩვენ ხომ დიდი ქვეყანა არ ვართ, რომ ასეთ დარტყმებს გავუძლოთ. ამიტომ ერთი მხრივ, საქართველოში მიმდინარე პროცესებმა მშვიდობა განაპირობა, მეორე მხრივ, ამერიკის არჩევნებმაც დაგვანახა, რომ ზესახელმწიფოების დაპირისპირების ტალღა კავკასიაზე აღარ გადის, სხვა რეგიონებში გადაინაცვლა და შესაბამისად, მშვიდობიანობის პერიოდი დაგვიდგა. ეს შანსს გვაძლევს, ბევრი რამ ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ. უპირველესად, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ განათლების და ეკონომიკის საკითხებს. სამწუხაროდ, განათლების ამჟამინდელი მინისტრის პირობებში სერი­ოზულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ის თავისი არაადეკვატური განცხადებებით და პოლიტიკით ამას მაფიქრებინებს.

- ლარის გაუფასურებას რას უკავშირებთ?

- "ნაცმოძრაობა" ლარის კურსს ინარჩუნებდა იმით, რომ საგარეო ვალს იღებდა და ბიზნესს ატერორებდა. "ქართულმა ოცნებამ" ამ ორ ფაქტორზე უარი თქვა და ბიუჯეტს სხვა სიმძიმეებიც დაამატა... ვგულისხმობ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის და სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსებას. შედეგად კურსიც გაუფასურდა, ვერ გაუძლო.

- წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საპარლამენტო არჩევნები იყო...

- მინდა გავიხსენო სანდრა­ რულოვსის ერთი საინტერესო სლოგანი: "აღარ ვიძალადოთ!" მოსახლეობამ სწორედ ძალადობასა და არაძალადობას შორის გააკეთა არჩევანი.

- "ნაცმოძრაობა" ორად გაიხლიჩა.

- "ნაცმოძრაობას" ან "ნაცმოძრაობის" ტიპის წარმონაქმნებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ სახარებისეულ ფრაზას ვიტყვი: "დაე, მკვდრებმა დამარხონ თავიანთი მკვდრები!" ეს არის დასასრულის პროცესი. "ნაცმოძრაობის" რეანიმაცია ვერ მოხდება.

- ე.წ. პროდასავლური ძალების ნაწილი პარლამენტს გარეთ აღმოჩნდა. რამდენიმე პოლიტიკოსმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებაც გააკეთა.

- ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, რომ დასავლეთი ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა. ის უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ძალა, რომელიც ჰილარი კლინტონთან ან მაკკეინთან არის დაკავშირებული. ჩვენთან პარლამენტს გარეთ აღმ­ოჩნდნენ იმ დასავლური ძალის სატელიტები,­ რომლებსაც თავიანთ მფარველად მხოლოდ დემოკრატიული პარტია ან რესპუბლიკური პარტიის ერთი ნაწილი წარმოედგინათ­. ჰოდა, ეს სატელიტები ისტორიას გადაჰყვნენ....

- ე. ი. ალასანია, უსუფაშვილი, ბურჭულაძე - ყველანი სატელიტები არიან?

- აღარ დავაზუსტებ. მხოლოდ იმას გავიმეორებ, რომ ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ქართველი სატელიტების ადგილიც ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდა.

- საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სჯა-ბაასი გრძელდება. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტის ლეგიტიმაცია (მისი არჩევის წესის­ შეცვლით) უნდა შეიზღუდოს?

- ის, რაც ახლა ხდება, წინა ხელისუფლების "დამსახურებებს" უკავშირდება. სააკაშვილმა სცადა, კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოერგო, ახლა კი როგორც ლიბერალური დემოკრატიის, ასევე კონსტიტუციონალიზმის კრიზისში აღმოვჩნდით. მოკლედ, ბავშვი იზრდება და ტანსაცმელი უმოკლდება. ასეთია საზოგადოების და კონსტიტუციის ურთიერთმიმართებაც და ცვლილებების საჭიროებაც აქედან გამომდინარეობს. ხომ გაგიგონიათ გამოთქმა, პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჰკვეთა კბილიო. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც.
რაც შეეხება მარგველაშვილს, ამ საკითხს ვერ განვიცდი, ვერ ვგრძნობ, არ მტკივა... ამიტომ შეფასება გამიჭირდება.

ეკა ასათიანი


11 იანვარი 2017 04:25
საბჭოთა კავშირი ნაყვარება ზაზას))
დიდება სოც.ქსელების რაინდებს!
08 იანვარი 2017 19:02
კიდევ კარგი, აქ გეძლევათ თქვენი "ბრძნული" აზრების გამოფენის უფლება... ახლობლები, დარწმუნებული ვარ, დიდი ხანია, აღარ გისმენენ!
სხვა სიახლეები
"თუ ვანო მერაბიშვილი უარს ამბობს თანამდებობაზე, ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მისაღები"
დაწვრილებით...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტურად დატოვეს
დაწვრილებით...
"ჩვენ გვებრძოდნენ კრიმინალური ავტორიტეტები, ასლან აბაშიძე, რუსეთის აგენტები. ჩვენ არც ქურდებს ვეთამაშებოდით, არც პატარკაციშვილის კალთას ვაფარებდით თავს, როგორც ბევრი და არც ასლან აბაშიძესთან გავრბოდით და არც ამ ქურდებს ვპირდებოდით „პალაჟენიას“
დაწვრილებით...
სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა მიმდინარეობს
დაწვრილებით...
ყრილობას სააკაშვილის ოჯახის წევრები - მეუღლე, დედა და ბებია ესწრებიან
დაწვრილებით...
"პარტიის თავმჯდომარის შეცვლის საკ­ითხი ჯერ კიდევ 2013 წელს დადგა. მაშ­ინაც მწვავედ დავუპირისპირდი სააკაშვ­ილს, ჩვენი საუბარი ლამის ჩხუბამდეც კი მივიდა"
დაწვრილებით...
"უგულავამ ციხეში ბევრი რაღაც წაიკითხა, ხშირად ახსენებს დოსტოევსკის, თომას მანს, ყველა ინტერვიუში რაღაც უნდა ჩართოს იქ წაკითხული"
დაწვრილებით...
"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) ახალი კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები გამოაქვეყნა.
დაწვრილებით...
"მე ორი არჩვენი მქონდა, ან ქვეყნიდან უნდა წავსულიყავი, ანაც ციხეში... მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რომ არ წავედი და დავრჩი... მაგრამ უკაცრავად, თუ ეს ვინმეს აკომპლექსებს, ქვეყნიდან წასვლის გამო მიშას პრეტენზიას არ ვუყენებ, გასაგები იყო, რომ ივანიშვილი იმასაც დაიჭერდა"
დაწვრილებით...
სასწრაფოდ მფლობელისგან! იყიდება ვაჟა-ფშაველას მე-6
სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
იყიდება დუპლექსის ტიპის ბინა გოთუას
ქირავდება დღიურად კორპუსის იზოლირებული ბინა
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები