"ვინც მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გარეშე პარტია ნულის ტოლია, დარჩება მიშასთან" - ვის დარჩება "ნაციონალური მოძრაობა"?
"ვინც მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გარეშე პარტია ნულის ტოლია, დარჩება მიშასთან" -  ვის დარჩება "ნაციონალური მოძრაობა"?
02-01-2017
სანამ "ნაციონალური მოძრაობის" ორი დაპირისპირებული ფრთა პარტიული ყრილობისთვის ემზადება, უკვე ითქვა, რომ შესაძლოა, 20 იანვარს სპორტის სასახლეში ჩატარებული შეკრება არალეგიტიმურად გამოცხადდეს. მეტიც, ე.წ. გიგა ბოკერიას ფლანგი თანაპარტიელების წინააღმდეგ დავას სასამართლოშიც არ გამორიცხავს. ვის დარჩება პარტია? გაზეთი "კვირის პალიტრა" "ნაციონალური მოძრაობის" წევრ აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტრევიუდან:

- პარტიაში რომ ორი ბანაკია, ამის უარყოფას არ ვაპირებ - ერთი ამბობს¬, სააკაშვილს უპირობოდ უნდა დავეთანხმოთო, მეორე ჯგუფი კი, რომელშიც მეც ვარ, მიიჩნევს, რომ თუ სააკაშვილი გარკვეულ საკითხებში ცდება, ეს ღიად უნდა ვუთხრათ და არ უნდა მოგვერიდოს.

- თუმცა განსხვავებული აზრისთვის სააკაშვილმა ე.წ. გიგა ბოკერიას ფლანგი ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა და მოღალატეებადაც შერაცხა.
- მოღალატეობასა და ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაზე განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია. სამწუხაროდ, ამაზე საჯაროდ პირველად სააკაშვილმა ისაუბრა - დაგვარტყა თანაპარტიელებს, ისიც კი თქვა, ვიცი, ვინ ვისთან¬ აწარმოებს მოლაპარაკებებსო. პირადად მე, უსაფუძვლოდ არც ერთ ჩემს თანაპარტიელს მოღალატეს არ ვუწოდებ. სააკაშვილი იმას კი არ ამბობს, ჩვენი პარტიული დაპირისპირება შესაძლოა ივანიშვილს აძლევდეს ხელსო, პირიქით,
You must have Flash Player installed in order to see this player.
უაპელაციოდ გვაბრალებს მოღალატეობას. სამწუხაროა, რომ ჩემი თანაგუნდელები, რომლებიც მას უჭერენ მხარს და უპირობოდ ეთანხმებიან ყველა დეტალში, არ ეუბნებიან, რომ ასე საუბარი მინიმუმ არასწორია. სწორედ ამიტომ ვამბობ, პარტიის გადარჩენა ახლა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია - წინააღმდეგ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა დამანგრეველი იქნება იმ ათიათასობით ადამიანისთვის, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "სააკაშვილი უაპელაციოდ გვაბრალებს მოღალატეობას"

ჯემალი
13 იანვარი 2017 10:47
ვირი გინდა ღობის შიგნით დააბი გინდა ღობის გარეთ მაინც ვირიაო ამბობს ბრძენი კახელი
lali
12 იანვარი 2017 22:42
ნაცებსაც ნასჰველი აქვს და ქოცებსაც გასაცოდავებულ ხალხს რა ეჰველება ესაა საკიტხავი სკამებზე და ტანამდებობებზე ფიქრობენ არავინ არაფრის გამკეტებელი არ არის ასე რომ დაიგალა ხალხი გინდა ქოცმა გაიმარჯოს გინდა ნაცმა
სხვა სიახლეები
"თუ ვანო მერაბიშვილი უარს ამბობს თანამდებობაზე, ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მისაღები"
დაწვრილებით...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტურად დატოვეს
დაწვრილებით...
"ჩვენ გვებრძოდნენ კრიმინალური ავტორიტეტები, ასლან აბაშიძე, რუსეთის აგენტები. ჩვენ არც ქურდებს ვეთამაშებოდით, არც პატარკაციშვილის კალთას ვაფარებდით თავს, როგორც ბევრი და არც ასლან აბაშიძესთან გავრბოდით და არც ამ ქურდებს ვპირდებოდით „პალაჟენიას“
დაწვრილებით...
სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა მიმდინარეობს
დაწვრილებით...
ყრილობას სააკაშვილის ოჯახის წევრები - მეუღლე, დედა და ბებია ესწრებიან
დაწვრილებით...
"პარტიის თავმჯდომარის შეცვლის საკ­ითხი ჯერ კიდევ 2013 წელს დადგა. მაშ­ინაც მწვავედ დავუპირისპირდი სააკაშვ­ილს, ჩვენი საუბარი ლამის ჩხუბამდეც კი მივიდა"
დაწვრილებით...
"უგულავამ ციხეში ბევრი რაღაც წაიკითხა, ხშირად ახსენებს დოსტოევსკის, თომას მანს, ყველა ინტერვიუში რაღაც უნდა ჩართოს იქ წაკითხული"
დაწვრილებით...
"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) ახალი კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები გამოაქვეყნა.
დაწვრილებით...
"მე ორი არჩვენი მქონდა, ან ქვეყნიდან უნდა წავსულიყავი, ანაც ციხეში... მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რომ არ წავედი და დავრჩი... მაგრამ უკაცრავად, თუ ეს ვინმეს აკომპლექსებს, ქვეყნიდან წასვლის გამო მიშას პრეტენზიას არ ვუყენებ, გასაგები იყო, რომ ივანიშვილი იმასაც დაიჭერდა"
დაწვრილებით...
LTD ,,NDS” გთავაზობთ დიღმის მასივში
იყიდება ზაარბრუკენის მოედანზე (ყოფილი ვორონცოვი)
იყიდება მეტრო ვაგზლის მოედნის პირდაპირ,
მდებარეობს წერეთლის გამზირზე "კოკა-კოლის" ქარხნის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები