გიორგი მარგველაშვილი შეიძლება გადადგეს?! - პარლამენტის ექსთავმჯდომარის სკანდალური პროგნოზი - კვირის პალიტრა

გიორგი მარგველაშვილი შეიძლება გადადგეს?! - პარლამენტის ექსთავმჯდომარის სკანდალური პროგნოზი

განვლილი წლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა არჩევნების შემდეგ დავით უსუფაშვილის რესპუბლიკური პარტიიდან "წასვლა იყო. გადაწყვეტილების კონკრეტულ მიზეზებზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზოგად შეფასებებს დასჯერდა და საჯარო სივრცეს დროებით, თუმცა დაბრუნების პერსპექტივით დაემშვიდობა.

როდის აპირებს პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას და 2020 წელს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ბრძოლას? პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით-უსუფაშვილი რამდენიმეთვიან დუმილს არღვევს და "კვირის პალიტრის" კითხვებს ექსკლუზიურად პასუხობს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- "ქართულ ოცნებას" გაუმართავი კონსტიტუცია კი არ ანაღვლებს, ხელისუფლების დანაწევრების პრინციპი აღიზიანებს.-

მთელი ცხოვრება ვიყავი და ვრჩები კლასიკური საპარლამენტო მმართველობის მოდელის მომხრედ, როცა პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და იგი პირდაპირი არჩევნებით არ აირჩევა. მაგრამ მსგავსი ტიპის ცვლილებები ფართო კონსენსუსით უნდა გადაწყდეს და ყველა რისკი გაითვალოს. პრეზიდენტთან პიროვნული ჭიდილი თუ გაგრძელდა, ან ცვლილებების მომზადების პარალელურად ტოტალური "ოცნებური კონტროლის" ტენდენციები გაძლიერდა, შესაძლოა, პოლიტიკურ კრიზისამდე მივიდეთ. პრეზიდენტს არსენალში აქვს სამართლებრივ-პოლიტიკური ნაბიჯების ერთობლიობა, რომლითაც შესაძლოა, "ქართული ოცნების""გაუაზრებელი მცდელობა ამ გუნდსვე შემოუბრუნოს ბუმერანგივით.

- რა ბერკეტი აქვს პრეზიდენტს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ხელისუფლებას რომ დაუპირისპირდეს?

- მოსწონს თუ არა ვინმეს, ხალხი მხარს უჭერს პრეზიდენტის სწორედ პირდაპირი წესით არჩევას. თუ "ქართულმა-ოცნებამ" ერთპიროვნულად"გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით უნდა აირჩეს, ცვლილებების საარჩევნო სისტემაში ოფიციალურად გაფორმებამდე, კონსტიტუციით მინიმუმ, სამი თვეა განსაზღვრული.

რატომ არ უნდა გავთვალოთ, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა ასეთ ვითარებაში,-თანაც იმ ფონზე, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წელი რჩება,-ქართველ ხალხს მიმართოს, "ოცნება" გართმევთ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას, მე უძლური-ვარ, ამ ცვლილებას წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილება ძალაში შესულა, გაძლევთ-შანსს, პრეზიდენტი კიდევ-ერთხელ თავად აირჩიოთ და კიდევ 5 წელი, 2022 წლამდე გყავდეთ-თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტი. ამასობაში, 2020 წელს თავად პარლამენტია ხელახლა ასარჩევი და ვნახოთ, ის მომავალი პარლამენტი წაგართმევთ თუ შეგინარჩუნებთ "თქვენი" პრეზიდენტის ყოლის უფლებასო.

თუ გიორგი მარგველაშვილი გადადგა,-კონსტიტუციით დადგენილ 40 დღეში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუ ასეთ პირობებში გიორგი მარგველაშვილი-ან ვინმე სხვა, არასახელისუფლებო კანდიდატი,-არჩევნებში გაიმარჯვებს, მომავალი პრეზიდენტი პოლიტიკური წონის თვალსაზრისით სერიოზული ფიგურა გახდება. შესაბამისად, "ოცნებამ" შეიძლება მიიღოს გაცილებით ძლიერი პრეზიდენტი-და პოლიტიკური პრობლემებიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყება.

- მოვლენების ამ სცენარით განვითარებაზე პრეზიდენტთან გისაუბრიათ? ეს მისი პოზიციაა თუ მხოლოდ თქვენი პროგნოზი?

- პრეზიდენტთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. თუმცა, იმის მიხედვით, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, მოვლენების ამ სცენარით განვითარება როგორც კონსტიტუციურად, ისე პოლიტიკურად, რეალურია.

ეს ივნისში შეიძლება-მოხდეს, როცა უკვე საკონსტიტუციო კომისია განსაზღვრავს ცვლილებების პროექტს.

- და ლოგიკურად მივედით თქვენს პოლიტიკურ გეგმებამდეც... ხომ არ გეგმავთ, - გიორგი მარგველაშვილის გადადგომის შემთხვევაში საპრეზიდენტო კანდიდატად მოგვევლინოთ?

- ახალ პოლიტიკურ პროექტზე თანამოაზრეებთან და პოლიტიკურად არცთუ აქტიურ ადამიანებთან ბევრს ვსაუბრობ. ჩვენი მთავარი ამოცანა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმატება ანუ სახელისუფლებო კოალიციაში შესვლა იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ამ მთავარ ამოცანას - საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - შეუწყობს ხელს ადგილობრივ და საპრეზიდენტო არჩევნებში. გვაქვს გათვლა, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ პიკს არჩევნებამდე წელიწად-ნახევრით ადრე მიაღწიოს, ბოლო წელიწადნახევარი კი აქტიური საარჩევნო კამპანიის წარმოებას ვგეგმავთ. ვინც ამ პოლიტიკურ პროექტს შემოუერთდება, მზად უნდა იყოს შავი და უმადური საქმის საკეთებლად - ჯერ კარგად გავარკვიოთ, რისთვის გვინდა ხელისუფლებაში მოსვლა და მერე დავსვათ კითხვა, თუ როგორ უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის გადადგომას პროგნოზირებს!