"გიგის გათავისუფლებას სხვა პოლიტიკური პატიმრების გამოშვება მოჰყვება" - კვირის პალიტრა

"გიგის გათავისუფლებას სხვა პოლიტიკური პატიმრების გამოშვება მოჰყვება"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სერგი კაპანაძე დარწმუნებულია, რომ გიგი უგულავას გათავისუფლებას სხვა პოლიტიკური პატიმრების გამოშვება მოჰყვება. მისი თქმით, მიუხედავად "პოლიტიკური ვითარებისა" ბრძოლას აზრი აქვს.

იხილეთ ასევე: სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირა - როდის დატოვებს საპატიმროს თბილისის ექს-მერი?!

"ის, რომ გიგი უგულავა გათავისუფლდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბატონი ივანიშვილის პირადი პატიმარი გამოვა დღეს გარეთ, ეს ნიშნავს, რომ აზრი აქვს ყოველთვის მუშაობას მიუხედავად იმისა როგორი სიტუაციაა შექმნილი, მიუხედავად იმისა, რა კონტროლი აქვს ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას". დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვება სხვა პოლიტიკური პატიმრების გამოშვებაც", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

იხილეთ ასევე: "ეს პატიმრობა იყო ოლიგარქის პირადი შურისძიება" - როგორ ეხმაურება სააკაშვილი უგულავას გათავისუფლებას

"ინტერპრესნიუსი"