"ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინო და სასაცილო საყურებელია" - რატომ გეგმავს უგულავა სააკაშვილთან შეხვედრას?! - კვირის პალიტრა

"ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინო და სასაცილო საყურებელია" - რატომ გეგმავს უგულავა სააკაშვილთან შეხვედრას?!

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით მიმდინარე პროცესებსაც შეეხო:

"რაც შეეხება თქვენთვის ყველაზე საინტერესო და ჩემთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხს. აქ არიან ჩემი შვილები და აგერ არიან ჩემი მეგობრები და მესამე, რაც გამაჩნდა, ეს პარტია იყო. მე სხვა პარტიაში არც ვყოფილვარ. თუ შეუძლებელია კრიზისის მოგვარება, ეს ჩემი პირადი და ყველა ჩვენგანის პირადი პასუხისმგებლობაა. გვერდიდან ვუყურებდი ამ პროცესებს და ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინო და სასაცილო საყურებელია. ძალიან კარგად მესმის, რომ ძველი ურთიერთობის ფორმები ვერ აღდგება, მაგრამ თუ ჩვენ გამოვნახავთ საერთო პლატფორმას ურთიერთობის, რომელიც ფოკუსირებული იქნება აწმყოსა და მომავალზე, მაშინ შესაძლოა ეს ყველაფერი განხორციელდეს. ამისთვის საჭიროა ნება, გაუცხოების დაძლევა, საჭიროა პრობლემებზე საუბარი, მათ შორის ერთმანეთთან გულღიად საუბარი. მე ჩემ თავს ვალდებულად ვთვლი, ეს ვცადო", - განაცხადა უგულავამ.

როგორც ირკვევა, ის "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე დაპირისპირების თაობაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს:

"ჩემთვის ძალიან გულსატკენია რაც ხდება, რასაც ვაკვირდებით. ვაპირებ შევხვდე მიშასაც, დაველაპარაკები და საშუალება როგორც კი მექნება შევხვდები. ვაპირებ შევხვდე ყველა ჯგუფს და თუ არის ნახევარი პროცენტიც კი, რომ ეს კრიზისი გავიაროთ ისე, რომ პოზიციები შევაჯეროთ, მაშინ მინდა ვთხოვო ყველა მხარეს, მონაწილეს თუ "ფეისბუკში" მებრძოლ ადამიანს, რომ შობა თენდება და საშობაო არდადეგები ავიღოთ. 2-3 დღე მაცადეთ", - განაცხადა უგულავამ.

იხილეთ ასევე: როგორ ეხმაურება სააკაშვილი უგულავას გათავისუფლებას