"როგორც გავარკვიე, მიშა უკრაინაში არ არის, მართლა მაქვს სურვილი, რომ შევხვდე"
"როგორც გავარკვიე, მიშა უკრაინაში არ არის, მართლა მაქვს სურვილი, რომ შევხვდე"
07-01-2017
”ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგი უგულავა თანაპარტიელებს შეხვდა. შეხვედრას გიგა ბოკერია, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, სერგო რატიანი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე და სხვა წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრის შემდეგ გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის სურვილი.

მე როგორც გავარკვიე, მიშა უკრაინაში არ არის, მე მართლა მაქვს გულწრფელად სურვილი, რომ შევხვდე და თუ ერთი პროცენტი არსებობს იმისი, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, მაშინ ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მე ამ აზრზე ვარ და დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგების უდიდესი ნაწილი მაინც ყველა მხრიდან ამ აზრზეა. ჩემთვის აბსოლუტურად უდავოა, რომ ეს პროცესი სწრაფად უნდა დასრულდეს, რადგან ამ ქვეყნის პრობლემა არაა ”ნაციონალური მოძრაობის” შიდა დაპირისპირება, ამ ქვეყანას აქვს ფუნდამენტური პრობლემა და ეს არის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი”, - განაცხადა უგულავამ.

თბილისის ყოფილი მერის თქმით, ფოკუსირება უნდა მოხდეს სწორედ არაფორმალურ მმართველობაზე და აგრესიულად მორჩილ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე.

”რა თქმა უნდა, დემოკრატიულ სისტემაში ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შიდაპარტიული მოვლენები, დემოკრატიის პრობლემაა, რადგან პარტიები ქმნიან კონკურენტულ დემოკრატიას ყველა ქვეყანაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ქვეყანაში პრობლემა სხვა რამაა და მისი გასაღები არაფორმალური მმართველობის დასრულებაა. უნდა მოხდეს შეკავება და შემდეგ, მშვიდობიანი ჩამოცილება, რადგან მე რასაც ვუყურებ, ეს უმრავლესობა ნელად მოქმედი ნაღმია, რომელმაც შეიძლება საქართველო ააფეთქოს”, - განაცხადა უგულავამ.

კითხვაზე, თუ რამდენად არის პარტიაში არსებული პრობლემების მოგვ
You must have Flash Player installed in order to see this player.
არების რესურსი, უგულავამ აღნიშნა, რესურსი არის ადამიანებში და თუ ისინი მოინდომებენ საერთო ენის გამონახვა შესაძლებელი იქნება.


”თუ ადამიანები მოვინდომებთ, საერთო ენას გამოვნახავთ ისე, რომ ჩვენი პრინციპებიდან არსებითად არ გადავიდეთ. თუ ჩვენ ამას არ მოვინდომებთ, თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ახალ ვითარებაში ფოკუსირებას იმისთვის როგორ ვიცხოვროთ ხვალ, ამ შემთხვევაში რესურსი არ იქნება. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად 10-15 წელია ერთად მოვდივართ და შეუძლებელია საერთო ენა ვერ გამოვნახოთ, როდესაც ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს. აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ რესურსი არსებობს, მაგრამ რამდენად განხორციელდება ეს, გამოჩნდება რამდენიმე დღეში. შეუძლებელია, რომ ეს დიდი ხანი გაგრძელდეს”, - განაცხადა უგულავამ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
"სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ტარას ბულბასავით როგორც შექმნა, ისე დაასრულა..."
დაწვრილებით...
ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე "ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა,
დაწვრილებით...

ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე "ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილ ვითარებას ეხმაურება.

დაწვრილებით...
"ეს იყო გამზადებული პლატფორმა, რომ თუ არ გამოვიდოდა პარტიის ხელში ჩაგდების გეგმა, ეს მგზავრები გადამსხდარიყვნენ სხვა მატარებელში"
დაწვრილებით...
„ნაციონალური მოძრაობის“ ისტორიის განმავლობაში რაღაც ჯგუფები ყოველთვის მიდიოდნენ. პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი. „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ დავარქვი თავის დროზე?! იმიტომ, რომ სულ წინ მიდიხარ, ხდება განვითარება"
დაწვრილებით...
"მთავრობას წაუყენეს სამი ძირითადი მოთხოვნა - დაანებე ”რუსთავი 2”-ს თავი, ახალი პოლიტიკური რეპრესიები არ უნდა იყოს ქვეყანაში და პოლიტპატიმრების ეტაპობრივად გამოშვება"
დაწვრილებით...
"უნდა ვიცოდეთ, მერაბიშვილი ჩვენთან რჩება თუ უგულავა-ბოკერიას ფრთას მიჰყვება"

"სააკაშვილს ყოველ ჯერზე ეჭვები ტანჯავდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა"
დაწვრილებით...
PRIME
ადეიშვილი სამმაგ თამაშს თამაშობს როგორც უგულავა-ბოკერიასთან, ასევე სააკაშვილსა და "ქართულ ოცნებასთან". ახალაია მიშას ბოლომდე უერთგულებს, ვანო მერაბიშვილი კი, ვფიქრობ, უგულავა-ბოკერიას დაჯგუფებაშია
დაწვრილებით...
PRIME
თბილისში, მორიგი კრიმინალური გარჩევისას პრეზიდენტის სიძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
დაწვრილებით...
PRIME
"ბოკერიას დაჯგუფება ბოლომდე ეცადა სანდრა რულოვსის გამოყენებას სწორედ ამ ფინანსური წყაროების გასაშიფრად, მაგრამ ვერ მოახერხა. აბა, ელენე ხოშტარია სანდრას რატომ დაუდაქალდა"?
დაწვრილებით...
ქირავდება/იყიდება ორ-სართულიანი კერძო სახლი, რომელიც
ქირავდება დღიურად, ქართველი და უცხოელი
სასწრაფოდ და იაფად! იყიდება
გირავდება ბინა ცხოვრების უფლებით იპოთეკის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები