მელიას გადააყენებენ - "ნაციონალური მოძრაობის" დაშლის კონტურები და ახალი სავარაუდო ფრაქცია პარლამენტში
მელიას გადააყენებენ - "ნაციონალური მოძრაობის" დაშლის კონტურები და ახალი სავარაუდო ფრაქცია პარლამენტში
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდის წევრები ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას რომ გეგმავდდნენ, პარტიის მეორე ფრთის წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა გაავრცელა.
მისი თქმით, აღნიშნული ჯგუფი 5 პირის ხელმოწერილი სპეციალური წერილით, მელიას 9 იანვარს, 10:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის შენობაში იბარებს.

"ეს ჯგუფი წერილობით იბარებს ჩვენი საპარლამენტო ფრაქცის თავჯდომარე ნიკა მელიას, სადაც დიდი ალბათობით იგეგმება მისი გადაყენება. ეს არის მცდელობა შეინარჩუნონ სკამები მაშინ, როცა მათ
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაკარგეს პარტიის ნდობა. უხერხულია, როცა ეს ჯგუფი ფარისევლურად გვესაუბრება დემოკრატიულ ღირებულებებზე. 20 იანვარს მრავალათასიან ყრილობაზე "ნაციონალური მოძრაობა" დაადასტურებს, რომ არა ასეთი, არამედ სახალხო დემოკრატიული მოძრაობაა, სადაც ყველა საკითხი საჯაროობისა და ამომრჩევლის ნების პატივისცემის რეჟიმში წყდება", - განაცხადა ბიბილაშვილმა.

ბიბილაშვილის განცახდება დაადასტურა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა. როგორც ნადირაშვილმა განმარტა, ნიკა მელიას გადაყენების თაობაზე ჩატარდება კენჭისყრა და ფრაქციის წევრები გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით მიიღებენ. მისივე თქმით, თუ ნიკა მელიას გადაირჩევენ, ხვალვე ფრაქციის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.

თუმცა დეპუტატს არ დაუსახელებია ვინ შეიძლება გახდეს ფრაქციის ახალი თავმჯდომარე. "ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც ხშირად იცვლის პოზიციებს. მან ვერ გაუძლო ვერც ერთ კრიტიკულ ვითარებას. მას მერე, რაც ის მიეკედლა მეორე გუნდს, ვითარება და ურთიერთობები უკიდურესად დაეძაბა ამ ორ ჯგუფს და დაძაბულობამ პიკს მიაღწია. შესაბამისად, ალბათ არავისთვის
უნდა იყოს გასაკვირი, რომ ადამიანების უმრავლესობა ამ ფრაქციაში ფიქრობდეს, რომ ასეთი ლიდერი არ სჭირდებათ. ხვალ არის ეს სხდომა დანიშნული, გადაწყვეტილებას ფრაქციის წევრები მიიღებენ კენჭისყრით და ხმათა უმრავლესობით",
- განაცხადა ნადირაშვილმა.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა მელია, თანამოაზრეებთან ერთად, ცალკე საპარლამენტო ფრაქციის ფორმირებისთვის ემზადება. ახალი ფრაქციის ჩამოყალიბება "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის შემდეგ იგეგმება, რაც თავის მხრივ, პარტიის გაყოფის პროცესის გაგრძელება იქნება.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ფრაქციას კვლავ ნიკა მელია უხელმძღვანელებს და მის შემადგენლობაში შევლენ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები: თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, აზერ სულეიმანოვი. სააგენტოს ინფორმაციითვე, სამომავლოდ ამავე ფრაქციაში ვიხილავთ ამჟამად ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის" წევრებს: - სალომე სამადაშვილს, რომან გოცირიძესა და გიორგი ტუღუშს. თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ტუღუში არც ერთ ფრაქციში არ შევიდეს და პარლამენტში ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩეს.

აღნიშნული სცენარით გადაჯგუფების შედეგად, საპარლამენტო უმცირესობა არ დაიშლება და უმცირესობის სტატუსს ბაქრაძე-ბოკერიას ფრთა შეინარჩუნებს, ნიკა მელია და მისი თანაფრაქციელები კი, პარლამენტში ე.წ. დამოუკიდებელი ფრაქციის წევრების სტატუსით იქნებიან.

ამასთანავე, როგორც მოსალოდნელია, "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსვლის შემთხვევაში, მისი ლიდერები უგულავა-ბოკერია-ბაქრაძე თანამოაზრეებთან ერთად პარტია "ევროპულ საქართველოს" შეუერთდებიან. აღნიშნული პარტია 8 ოქტომბრის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" ბლოკში იყო გაერთიანებული და ის კვალიფიციური სუბიექტია.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები