"ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც თქვენ უჯერებთ ბოკერიას" - "ნაცმოძრაობაში" დაპირისპირებამ პარლამენტში გადაინაცვლა
"ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც თქვენ უჯერებთ ბოკერიას" - "ნაცმოძრაობაში" დაპირისპირებამ პარლამენტში გადაინაცვლა
09-01-2017
პარლამენტში, ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამუშაო ოთახში ფრაქციის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
სიტყვიერად ერთმანეთს ნიკა მელია, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე დაუპირისპირდნენ. ნიკა მელიამ თანაფრაქციელები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა.

”ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც თქვენ უჯერებთ ბოკერიას. პარტიიდან გარბიხართ, ”ნაციონალური მოძრაობიდან” გარბიხართ შენ, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი”, - მიმართა ნიკა მელიამ სერგო რატიანს.

საპასუხოდ კი სერგო რატიანმა მელიას მოუწოდა ეთქვა, თუ სად იყო აქამდე და რა პოზიცია ჰქონდა.

”ბოკერიას ვინც უჯერებდა, კარგად ვხედავთ. აქამდე სად იყავი.
You must have Flash Player installed in order to see this player.
გარბიხართ თქვენ, როდესაც აწყობთ იმას, რასაც აწყობთ”, - აღნიშნა სერგო რატიანმა.

ნიკა მელია დაპირისპირებულმა თანაპარტიელებმა ოთახიდან ტაშით გააცილეს.

თანაფრაქციელების დაპირისპირებს ელენე ხოშტარია გამოეხმაურა.

როგორც მან ინციდენტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ნიკა მელია, რომელიც საკუთარი ფრაქციის წევრებს ასეთი მოვარდნებითა და შეურაცხყოფით ელაპარაკება, გუნდის ლიდერი ვეღარ იქნება.

ხოშტარიას განმარტებით, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელი სხდომა, სადაც თავმჯდომარის გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ, გიგი უგულავას თხოვნით გადაიდო. ხოშტარიას განმარტებით, უგულავა თანაგუნდელებს სთხოვს, რომ ყველა რესურსი ბოლომდე იყოს გამოყენებული კონსულტაციებისთვის.

იხილეთ ასევე: "ის, რაც თქვა ივანიშვილმა წლების წინ, რომ დაშლიდა "ნაციონალურ მოძრაობას", სრულდება"

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
"სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ტარას ბულბასავით როგორც შექმნა, ისე დაასრულა..."
დაწვრილებით...
ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე "ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა,
დაწვრილებით...

ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე "ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილ ვითარებას ეხმაურება.

დაწვრილებით...
"ეს იყო გამზადებული პლატფორმა, რომ თუ არ გამოვიდოდა პარტიის ხელში ჩაგდების გეგმა, ეს მგზავრები გადამსხდარიყვნენ სხვა მატარებელში"
დაწვრილებით...
„ნაციონალური მოძრაობის“ ისტორიის განმავლობაში რაღაც ჯგუფები ყოველთვის მიდიოდნენ. პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი. „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ დავარქვი თავის დროზე?! იმიტომ, რომ სულ წინ მიდიხარ, ხდება განვითარება"
დაწვრილებით...
"მთავრობას წაუყენეს სამი ძირითადი მოთხოვნა - დაანებე ”რუსთავი 2”-ს თავი, ახალი პოლიტიკური რეპრესიები არ უნდა იყოს ქვეყანაში და პოლიტპატიმრების ეტაპობრივად გამოშვება"
დაწვრილებით...
"უნდა ვიცოდეთ, მერაბიშვილი ჩვენთან რჩება თუ უგულავა-ბოკერიას ფრთას მიჰყვება"

"სააკაშვილს ყოველ ჯერზე ეჭვები ტანჯავდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა"
დაწვრილებით...
PRIME
ადეიშვილი სამმაგ თამაშს თამაშობს როგორც უგულავა-ბოკერიასთან, ასევე სააკაშვილსა და "ქართულ ოცნებასთან". ახალაია მიშას ბოლომდე უერთგულებს, ვანო მერაბიშვილი კი, ვფიქრობ, უგულავა-ბოკერიას დაჯგუფებაშია
დაწვრილებით...
PRIME
თბილისში, მორიგი კრიმინალური გარჩევისას პრეზიდენტის სიძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
დაწვრილებით...
PRIME
"ბოკერიას დაჯგუფება ბოლომდე ეცადა სანდრა რულოვსის გამოყენებას სწორედ ამ ფინანსური წყაროების გასაშიფრად, მაგრამ ვერ მოახერხა. აბა, ელენე ხოშტარია სანდრას რატომ დაუდაქალდა"?
დაწვრილებით...
ქირავდება სავაჭრო ფართი(მაღაზია), ბიზნეს ცენტრ
სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
იყიდება ზემო ვერაზე 2-სართულიანი კაპიტალურად
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები